სიახლეები
07.04.2012
მიხეილ სააკაშვილმა კათოლიკე მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა
ძვირფასო თანამემამულენო,
დღეს მთელი კათოლიკური სამყარო იესო ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. მსურს, მთავრობის სახელით, ეს უდიდესი დღესასწაული მივულოცო კათოლიკე ეკლესიის მრევლს საქრთველოში.
არ შევუდგები იმ უდიდესი ქართველი და არა მარტო ქართველი კათოლიკეების სახელობით ჩამოთვლას, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის კულტურის, მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარებაში. საქართველოში კათოლიკე ეკლესიის მრევლი ისტორიულად იყო და დღესაც არის ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთგული საყრდენი, საქართველოში ევროპული ცოდნისა და გამოცდილების პოპულარიზატორი.
მინდა გისურვოთ მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატებები.
პატივისცემით,
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი
8 აპრილი, 2012.