Google+

სიახლეები

02.02.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ავღანეთში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცი ვახტანგ გორგასლის ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტი მერილენდის შტატის ქალაქ ბეთეზდაში სამხედრო ძალების ჰოსპიტალში მივიდა. მან ავღანეთში დაჭრილი ქართველი ვიცე-პოლკოვნიკი, ბატალიონის მეთაური ალექსანდრე ტუღუში მოინახულა და სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის დროს გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმის, მამაცობისა და მხედრული ვალის პირნათლად მოხდისათვის, იგი ვახტანგ გორგალის სახელობის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. ორ ამერიკელ სამხედროს ბულრესონ მარკუსს და ბრაუნ ქრისჩენს, რომლებიც ქართველებთან ერთად მსახურობენ ჩრდილოეთ ჰელმანდში, გენერალ კვინიტაძის სახელობის ჯილდოები გადასცა. საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებისთვის კომენტარიც გააკეთა.  

„მე ვნახე ბატალიონის მეთაური, პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში, რომელიც მძიმედ დაიჭრა ავღანეთში. იგი არის ოზურგეთიდან. მისი დედა გეოგრაფიას ასწავლის ოზურგეთის პირველ საშუალო სკოლაში. სხვათა შორის, ალექსანდრემ მითხრა, რომ ჩვენი ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას ძალიან ახლო მეგობარი იყო, რომელიც 2004 წელს ცხინვალში, ყუმბარის აფეთქებისას, საკუთარი სხეულით გადაეფარა მებრძოლებს და 4 მათგანი გადაარჩინა. მითხრა, რომ საბრძოლო განწყობ აქვს.  აქ მას რეაბილიტაციის საუკეთესო კურსის გავლა შეუძლია, რომ ყველაფრის მიუხედავად, სრულფასოვან ცხოვრებას დაბრუნდეს, მაგრამ მოუთმენლად ელის სახლში დაბრუნებას. მას სურს ისევ ჩაიცვას ფორმა. სანამ აქ მოვიდოდი, ვნახე გენერალი პეტრეუსი, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი, რომელიც მანამდე ამერიკული ოპერაციის მეთაური იყო ერაყსა და ავღანეთში. მან მითხრა, რომ ის არის ერთადერთი ამერიკელი გენერალი, რომელსაც პატივი ქონდა ეხელმძღვანელა ქართველებისთვის და ებრძოლა ქართველებთან ერთად ორივე ფრონტზე. მან დაადასტურა ის, რასაც ადრე  პრეზიდენტი ბუში გვეუბნებოდა: პეტრეუსმა წერილი მიწერა მას იმის თაობაზე, რომ ქართველები წარმოუდგენლად გამბედავი, პროფესიონალი და საიმედო ჯარისკაცები, სერჟანტები და ოფიცრები არიან. დევიდ პეტრეუსი ძალიან სერიოზული და საინტერესო ადამიანია და ის ტყუილად არაფერს არ ამბობს. მან აღნიშნა, რომ, ქართველთა შემადგენლობა ერთ-ერთი საუკეთესო სამხედრო კონტიგენტია იმათგან, რომელთანაც მას როდესმე უბრძოლია. ჩვენც უნდა გვესმოდეს,რომ საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის ეს არის ფასდაუდებელი გამოცდილება. საქართველოს არმია ძლიერდება ავღანეთში სამსახურით.  უნდა გვესმოდეს ის, რომ ახლა მიღებულია გადაწყვეტილება - სამხედრო თანამშრომლობა გადავიდეს საერთოდ ახალ სხვა ეტაპზე და რეალურად დავკავდეთ საქართველოს დაცვასა და თავდაცვაზე. ეს გაგრძელებაა იმისა, რაც ხდებოდა აქამდე ავღანეთში. არაფერს ტყუილად არ ჩაუვლია. საქართველოა ჩვენი მთავარი დასაცავი და საქართველოა ჩვენი მთავარი საზრუნავი. ბიჭები, რა თქმა უნდა ავღანეთში არიან, უპირველეს ყოვლისა, საქართველოსთვის. ეს ძალიან კარგად ესმის ალექსანდრე ტუღუშს, ჩვენს მებრძოლებს და მათი ოჯახის წევრებს. ვამაყობ, რომ ჩვენ გვყავს ასეთი თანამოქალაქეები. ჩვენ გვაქვს მებრძოლის სული, მეომრის სული, რომელიც ვერ ჩაკლა ვერც საუკუნეებმა და ვერც ჩვენი მტრების დიდმა მცდელობამ გაენადგურებინა ის. საბოლოოდ, ეს არის ის, რაც გადაარჩენს საქართველოს და გრძელვადიანად აქცევს მას წარმატებულ და ძლიერ ქვეყანად“, - განაცახადა მიხეილ სააკაშვილმა.

ჰოსპიტალის მეთაურმა, ვიცე ადმირალმა ალტონ სტოქსმა მებრძოლებთან საქართველოს პრეზიდენტის სტუმრობა, სამკურნალო ეფექტის ვიზიტად შაეაფასა.   



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)