Google+

სიახლეები

01.02.2012
საქართველოს პრეზიდენტისა და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ერთობლივი განცხადებები 

საქართველოს პრეზიდენტსა და ამერიკის სახელმწიფო მდივანს შორის შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავების საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის შემდგომ ასპექტებზე ისაუბრეს. 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი როდამ კლინტონი

სასიამოვნოა მივესალმოთ საქართველოს პრეზიდენტს აქ, სახელმწიფო დეპარტამენტში. მას ჰქონდა რამდენიმე შესანიშნავი შეხვედრა და კონსულტაციები, რომლებიც ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტ ობამასთან ყოვლისმომცველი შეხვედრით დაიწყო.

საქართველო ღირებული პარტნიორია. ქართველი ჯარისკაცები აქტიურად მონაწილებენ ავღანეთში,
სადაც ისინი დიდ სიმამაცეს და პროფესიონალიზმს იჩენენ.

ჩვენ განვაგრძობთ კონსულტაციებს, რათა ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით, წინსვლის გზა განვსაზღვროთ.

განათლების, ჯანდაცვის, კარგი მართვის, კანონის უზენაესობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის საკითხებზე უზარმაზარი სამუშაო სრულდება ორმხრივი კონსულტაციების ფარგლებში.

ასე რომ, პრეზიდენტს დატვირთული კვირა ჰქონდა და უფრო მეტი ადამიანი აპირებს მასთან შეხვედრას.

ჩვენს დედაქალაქში საქართველოს მიმართ დიდი ინტერესი აქვთ.

დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა ყველას.



საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ძლიერი მხარდაჭერისთვის. ეს მხარდაჭერა არამარტო სიტყვებით გამოიხატება, არამედ ქმედებითაც. ეს ყოველდღიური დიდი საქმეა. ეს დიდი ბრძოლაა.
ზოგჯერ ეს ურთულეს ბრძოლას ჰგავს, რადგან მიმართულია იმ ძალის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს ძირი გამოგვითხაროს.

სახელმწიფო დეპარტამენტიდანაც და ოვალური კაბინეტიდანაც, სადაც ერთად ვიმყოფებოდით, გამოვდივარ ამაღლებული განწყობით, რადგან მოვისმინე ყველაფერი ის, რისი გაგებაც მსურდა.

აქ ადრეც ვიმყოფებოდი, მაგრამ ამჯერად ჩემი ქვეყანაც მომწიფდა გამოწვევების საპასუხოდ. ვფიქრობ, ახლა გადავდივართ თანამშრომლობის ახალ ეტაპზე. რამდენიმე წლის წინათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ოდესმე საქართველო მზად იქნებოდა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასასვლელად.

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვმსახურობთ ავღანეთში, წლების წინათ ესეც წარმოუდგენელი იყო.

ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად და კარგი პარტნიორის სტატუსის მოსაპოვებლად, საქართველოს ყველა ეტაპი უნდა გაევლო.  

საქართველო მომწიფებული ქვეყანა ვერ გახდებოდა თქვენი პირადი ჩარევის გარეშე და
მოუთმენლად ველით თქვენს ნახვას ბათუმში.

კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ასეთი დახვედრისთვის.

ჩვენს რეგიონში ბევრი ხალხი აკვირდებოდა ამ მოვლენებს, მაგრამ უკან  ხელცარიელი არ ვბრუნდებით.

მადლობა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)