Google+

სიახლეები

11.11.2011
საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო დემოკრატთა გაერთიანების კონფერენციაზე დემოკრატიულ ღირებულებებზე ისაუბრა

მიხეილ სააკაშვილი „საერთაშორისო დემოკრატთა გაერთიანების“ კონფერენციას დაესწრო. კონფერენციას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი და პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ. პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში იმ საერთო დემოკრატიულ ღირებულებებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს ევროპასთან აერთიანებს.

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში გატარებულ რეფორმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს გამოცდილება საინტერესოა რეგიონის სხვა ქვეყნებისთვისაც.

მიხეილ სააკაშვილი:

„პატივცემულო გენერალურო მდივანო

პატივცემულო პრემიერო

ქალბატონებო და ბატონებო

ჩემთვის დიდი პატივია აქ თქვენს წინაშე გამოსვლა.

აქ ხუთიკონტინენტის წარმომადგენლები არიან შეკრებილნი და ეს გარკვეულწილად ოჯახის წევრების შეხვედრას ჰგავს, რადგან ჩვენ ყველას საერთო ღირებულებები გვაერთიანებს.

გვჯერა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უნივერსალურობის.

გვირჩევნია გვქონდეს დიდი საზოგადოება, ვიდრე დიდი ბიუროკრატია.

ჩვენ ვითვალისწინებთ თავისუფალ ინდივიდუალებს მანამ, სანამ სოციალურ კლასებს ან ეთნიკურ ჯგუფებს მივაქცევთ ყურადღებას.

მიგვაჩნია, რომ ღია ეკონომიკები და არა სოციალიზმი და იზოლაციონიზმი არის მსოფლიო ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის საფუძველი.

მოკლედ რომ შევაჯამო, ჩვენ ვუფრთხილდებით იმ ლიბერალური დემოკრატიულ პრინციპებს, რომლებიც რამდენიმე საუკუნის წინ სწორედ ამ ქვეყანაში შემუშავდა.

ამ ჩვენი დიდი ოჯახის შესაკრებად ლონდონზე უკეთესი ადგილი არ არსებობს.

როდესაც ჩემი ქვეყანა საბჭოთა რეჟიმის ბორკილებში იყო, გვასწავლიდნენ, თუ როგორ აკნინებდა მარქსისტული დიალექტიკა დიდი ინგლისელი ფილოსოფოსების ნააზრევს.

გულის სიღრმეში მეც და ჩემი თანამემამულეების დიდმა ნაწილმაც ვიცოდით, რომ ეს ტყუილი იყო. ჩვენ ვაგრძელებდით ოცნებას როგორც ინგლისზე, ქვეყანაზე, რომელმაც ეს პრინციპები შეიმუშავა, ისე იმ დროზე, როდესაც ჩემს ქვეყანასაც შეეძლებოდა ამ პრინციპებით ცხოვრება.

ზუსტად 20 წლის წინათ საბჭოთა კავშირი დაინგრა და ათობით და ასობით მილიონი ადამიანის ოცნება ასრულდა. ეს, რა თქმა უნდა, „20-ე საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა“ არ ყოფილა, როგორც ეს რუსეთის ყოფილმა და ალბათ უკვე მომავალმა პრეზიდენტმა პუტინმა ნოსტალგიური გულწრფელობით განაცხადა.

თუმცა ეს არც ისტორიის დასასრული ყოფილა, როგორც ეს დასავლეთში რამდენიმე მკვლევარმა აღნიშნა. ეს ყველა ჩვენგანისთვის, ვინც რკინის ფარდის მეორე მხარეს დაიბადა ახალი ერის დასაწყისი იყო.

ჩვენ მეტად რთული გზა გვქონდა გასავლელი, მანამ სანამ მოვახერხებდით თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნების ოჯახთან მიერთებას.

ბატონებო და ქალბატონებო,

8 წლის წინათ საქართველო არშემდგარი სახელმწიფო იყო, კრიმინალური და კორუფციული საზოგადოებით, რაც ავტორიტარული მმართველობით და სიღარიბით ხასიათდებოდა. 8 წლის წინ ჩემი ხალხი ქუჩაში იმ პრინციპების დასაცავად გამოვიდა, რის გამოც დღეს ჩვენ აქ ვართ შეკრებილები.

ხალხი გამოვიდა ქუჩაში და ხელისფლებაში ახალი თაობა მოიყვანა. თაობა, რომელმაც საქართველო რეფორმების რეგიონალ ლაბორატორიად აქცია.

მიუხედავად ოკუპაციისა, ჩვენ იარაღით მუქარის პირობებშიც კი განვაგრძობთ დემოკრატიის მშენებლობას. ახალი, ლიბერალური რეფორმები საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. გავაუქმეთ ლიცენზიების და კანონების 19 პროცენტი. სამთავრობო უწყებები და ბიუროკრატია გავანახევრეთ. უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა სამჯერ და უფრო მეტადაც გაიზარდა, ხოლო სიღარიბე 52 პროცენტიდან 17 პროცენტამდე შემცირდა. EBRD-ის მიხედვით საქართველო ევროპაში ყველაზე ნაკლებად კორუფციიული ქვეყნების სიაში მეორე ადგილს იკავებს და ინსტიტუტებისადმი ნდობის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში. კანადური კანონისა და დემოკრატიის ცენტრის მონაცემების მიხედვით, ჩვენი მთავრობა ეფექტიანი და გამჭვირვალე სისტემის თვალსაზრისით მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს.

საერთაორისო გამჭვირვალობის კანადური კანონისა და დემოკრატიის ცენტრის კვლევის მიხედვით, ჩვენი ბიუროკრატია მსოფლიოში ეფექტიანობისა და ტრანსპარანტულობის თვალსაზრისით, ახალი ზელანდიის შემდეგ მეორე ადგილზეა. ევროპის ერთ-ერთი ყველაზე კორუფციული საზოგადოებიდან, ევროკავშირის კვლევების მიხედვით, უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანად ვიქეცით. ეს ყველაფერი იმას მიუთითებს, რეფორმების გატარება და თავისუფლების დანერგვა საკმაოდ ეფექტური გზაა. საქართველო მთელი რეგიონისთვის და ასევე არაბული სამყაროსთვის იმედის გზავნილია.

მე ახლახანს შევხვდი პრემიერ-მინისტრს და ამ შესანიშნავი ქვეყნის საზღვრებს ცდება ის, რის გაკეთებასაც მისი მთავრობა ცდილობს დიდ ბრიტანეთში. ვფიქრობ, ლიბიამ ყველას, განსაკუთრებით, ჩვენ, ვინც მივისწრაფვით, რომ ევროპის ნაწილი ევროპული სტრუქტურების დანერგვის საშუალებით გავხდეთ, შეგვახსენა, რომ ეს სტრუქტურები, ეს კონტინენტი მხოლოდ ისტორიასა და ბიუროკრატიას არ გულისხმობს. ზოგჯერ ძალზე რთულია გაიგო, თუ როგორ ფუნქციონირებს იგი, მაგრამ ის არის პოლიტიკისა და პოლიტიკური ლიდერების შესახებ ისტორია. ვფიქრობ, რომ დევიდ კამერონმა ჩერჩილის სტილის პოლიტიკური ლიდერობის შესანიშნავი მაგალითი გვაჩვენა, მაშინ, როდესაც ევროპასა და მსოფლიოს, განსაკუთრებით კი, ლიბიას სჭირდებოდა ეს უკანასკნელ პერიოდში.

მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რადგან ეს ნამდვილად ისაა, რაც მსოფლიოს წინსვლას შეუწყობს ხელს. ჩვენ აქ ყველანი იმისთვის ვართ, რომ მინიმალურ რისკს მივაღწიოთ ნულოვან-ჯამოვან პოლიტიკაში, როდესაც თქვენ ურთიერთობებისთვის ბრძოლაზე ლაპარაკობთ.  ამგვარად უნდა მოიქცეს ყველა ნორმალური დემოკრატიული საზოგადოება. თუმცა ამის მიღმა არსებობს რაღაც, რაც მსოფლიოს უკეთეს ადგილად გახდის.

ვფიქრობ, რომ ძალზე მნიშვნელოვანია ის, რომ ეს პრინციპები არაბული გაზაფხულის შემდეგ დაინერგა; ეს პრინციპები ახლად გათავისუფლებულ ლიბიაში მიიღეს; ეს პრინციპები ჩვენ ყველამ გავითავისეთ; ამ პრინციპების საშუალებით უნდა გალღვეს ყინული, რათა უფრო ცივილიზებულ, გონება-გახსნილ, თავისუფალ საზოგადოებამდე მივიდეთ,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)