სიახლეები
10.11.2011
საქართველოს პრეზიდენტსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
წუხელ, გვიან ღამით საქართველოს პრეზიდენტსა და შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მიხეილ სააკაშვილმა და ჯოზეფ ბაიდენმა ყურადღება გაამახვილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებზე.
შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, ასევე, შეეხო ჟენევაში წარმატებით დასრულებული მოლაპარაკების საკითხს, რუსეთის მსოფლიო სავაჭარო ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე. ჯოზეფ ბაიდენმა პროცესი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს საქართველოს მიღწევა და წინგადადგმული ნაბიჯია.
ვიცე-პრეზიდენტმა დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და ნატოს საბჭოს თბილისში გამართვას მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიმბოლო უწოდა.
ჯოზეფ ბაიდენმა საქართველოს პრეზიდენტს აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.