სიახლეები
07.10.2011
მიხეილ სააკაშვილმა საფრანგეთის პირველი პირი დააჯილდოვა
მიხეილ სააკაშვილმა საფრანგეთის პირველი პირი დღეს პრეზიდენტის სასახლეში მიიღო. საქართველოს პრეზიდენტმა სტუმარს ქვეყანაში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო, სასახლიდან თბილისის ხედები დაათვალიერებინა და არაფორმალურ გარემოში გაესაუბრა.
შეხვედრისას, მიხეილ სააკაშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა. ნიკოლა სარკოზიმ საქართველოს პრეზიდენტისგან ჯილდო საქართველოს მიმართ გამოხატული განსაკუთრებული თანადგომის, საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვისა და ეროვნული ინტერესების მტკიცე მხარდაჭერისთვის მიიღო.