Google+

სიახლეები

04.10.2011
საქართველოს პრეზიდენტმა თელავის შუალედური არჩევნები შეაფასა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს თელავში გამართული შუალედური არჩევნები შეაფასა და მოსახლეობის მაღალ აქტივობაზე გაამახვილა ყურადღება. იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც შუალედურ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, მიხეილ სააკაშვილმა მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.

„ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი თავს იწყნარებს იმით, რომ ხალხი პასიურია, ერთ დღეს გამოიღვიძებს და მას მისცემს ხმას. ამ შუალედურმა არჩევნებმა, რომელიც, ერთი შეხედვით, ბევრს არაფერს ცვლიდა თელავისთვის, წარმოუდგენელი აქტიურობა გამოიწვია. არჩევნებზე დადასტურდა, რომ ხალხი არა მარტო არ არის პასიური, არამედ, ძალიან აქტიურობდა კიდეც  და ასევე აქტიურად უჭერს მხარს დღევანდელ კურსს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთავრობას ბრმად, კრიტიკის გარეშე ემხრობა, ან მოეწონება თვითკმაყოფილი და ბედნიერი ხელისუფლება. როგორ შეიძლება თვითკმაყოფილი იყოს ვინმე, როდესაც ამდენი გაჭირვება, უმუშევრობაა, ტერიტორია ოკუპირებულია? ჯერ-ჯერობით ბედნიერებისთვის ბევრი რამ გვაკლია, მაგრამ ხალხი მხარს უჭერს იმ მიმართულებას, რა მიმართულებითაც ამ პრობლემების დასაძლევად მუშაობს. ყველაზე მეტად, რაც თელავის არჩევნების დროს მომეწონა იყო ის, რომ საარჩევნო პროცესმა, პრაქტიკულად, ექსცესებისა და დარღვევების გარეშე ჩაიარა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გვენახა შეგვიძლია თუ არა არჩევნების ცივილიზებულად გამართვა - ნორმალური საარჩევნო კამპანიის წარმოება. თელავი არასდროს არ ყოფილა მარტივი რაიონი, იქ ყოველთვის იყო-ხოლმე ვნებათა ღელვა. ეს არჩევნები უნდა გახდეს მაგალითი შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)