სიახლეები
01.10.2011
მიხეილ სააკაშვილმა პერუს 92-ე პრეზიდენტს ყვარელში უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტმა პერუს 92-ე პრეზიდენტს ალეხანდრო ტოლედოს დღეს ყვარელში, საკუთარ სახლში უმასპინძლა. შეხვედრა არაფორმალურ ვითარებაში გაიმართა. მიხეილ სააკაშვილსა და ალეხანდრო ტოლედოს შორის მეგობრული საუბარი შედგა.
პერუს პრეზიდენტი, რომელიც რესპუბლიკას 2001-2006 წლებში მართავდა, თბილისს სამი დღის წინ ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილმა ის საქართველოში 2 თვის წინათ, პერუში ვიზიტის დროს მოიწვია.