Google+

სიახლეები

09.11.2010
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგი

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ყოველკვირეული ბრიფინგი გამართა და მიმდინარე მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება.

გასულ კვირას მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო საფინანსო კოორპორაციამ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნეს. მათი მონაცემებით, ბიზნესის კეთების  სიმარტივის თვალსაზრისით, საქართველომ კიდევ ერთი საფეხურით წაიწია წინ. მეტად მნიშვნელოვანია ის, რომ შეჯამდა  არა მარტო ერთი წლის, არამედ ბოლო ხუთი წლის შედეგები და საბოლოოდ, საქართველო მსოფლიოს ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყნად დასახელდა.

„პრაქტიკულად ეს არის მონაცემები, რომლებიც ბიზნესმენებისა და საქმიანი ადამინებისათვის ერთგვარ სახელძღვანელოს წარმოადგენს. ქვეყანაში ბიზნესის წამოწყებისა და ფულის ჩადების გადაწყვეტილებას ინვესტორები სწორედ ამ მაჩვენებლებზე დაყრდნობით იღებენ. საბოლოოდ, ეს შემოსული ინვესტიციებსა და კაპიტალდაბანდებებზე უნდა აისახოს კიდეც. აღნიშნული მაჩვენებლები რეალურ სურათს ქმნის იმის შესახებ, რომ საქართველო დღემდე მიმზიდველ ქვეყნად რჩება საქმიანი ადამიანებისა და ბიზნესწრეებისთვის.  საქართველოს განვითრებისა და ხალხის დასაქმების საქმეში კი, თითოეული საინვესტიციო პროექტი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. ხელისუფლება  აცნობიერებს, რომ  ქვეყანაში მთავარი პრობლემა  უმუშვერობაა და  ამ მიმართულებით, ჩვეულ რიტმში აგრძელებს მუშაობას. ის, რომ საქართველო გახდა მოდელი ბევრი ქვეყნისთვის არა მხოლოდ  რეგიონსა და პოსტსაბჭოტა სივრცეში, საქართველოს  პრეზიდენტისა და ხელისუფლების რამდენიმეწლიანი შრომისა და ეკონომიკური დიპლომატიის შედეგია", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.   

პრესსპიკერმა ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის შესახებაც ილაპარაკა, რომელიც უახლოეს პერიდოში ამოქმედდება და საწყის ეტაპზე ათას სამუშო ადგილს შექმნის. დასაქმებულთა ეს რაოდენობა მას შემდეგაც შენარჩუნდება, რაც სამშენებლო სამუშაოები დასრულდება და სასტუმროები და ტურისტული ინფრასტრუქტურა ამოქმედდება.

ქობულეთის თავისუფალ ტურისტულ ზონაზე განაცხადების მიღების თარიღმა გადაიწია და ასევე დაგეგმილი  სასტუმროების რაოდენობაც გაიზარდა.

„ქობულეთში 27-ის ნაცვლად 30 ობიექტი აშენდება, პროექტებისა და განაცხადების მიღება კი 30 ოქტომბრის ნაცვლად, 15 დეკემბრამდე  გაგრძელდება. დაინტერესება საკმაოდ დიდია - ეკონომიკის სამინისტროში 60-მდე განაცხადია შესული. დაინტერსებულ პირთა შორის არიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი ბიზნესმენები. ამ ეტაპზე შერჩეულია 8 კომპანია და ფიზიკური პირი, რომლებიც 15 ობიექტის მშნებლობაზე იმუშავებენ. განხილული პროექტების ავტორებს სამუშაოების დაწყება ნოემბრიდან შეეძლებათ", - აღნიშნა პრესსპიკერმა.

მანანა მანჯგალაძე ჯაშუშების დაკავების საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, ეს თემა აქტუალური იყო არა მარტო ქართული, არამედ უცხოური მედიისთვისაც, რომელიც საკმაოდ ვრცლად  აშუქებდა მას.

„როგორც იცით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხანგრძლივი მუშაობის  შედეგად, გამოავლინა რუსეთის ფედერაციის  სამხედრო დაზვერვის აგენტურული ქსელი და  დააკავა 15 პირი, რომელთაგან ორი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს, 13 კი - პატიმრობაში რჩება. მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები ხორციელდება. საქართველოს პრეზიდენტი მადლობას უხდის ქართული სპეცსამსახურებისა და დაზვერვის იმ თანამშრომლებს, რომელთა მაღალმა პროფერსიონალიზმმა და აქტიურმა მუშაობამ რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგენტურული ქსელისა და მათ მიერ ჩადენილი დანაშულებრივი ქმედებების გამოვლენა შეძლო", - აღნიშნა მანჯგალაძემ.

ბრიფინგზე მან პრეზიდენტის უახლოესი გეგმების შესახებაც განაცხადა და მიხეილ სააკაშვილის ნოემბრის ვიზიტების მნიშვნელობაზე გამახვილა ყურდღება.  

„პრეზიდენტი ლისაბონის ნატოს სამიტს დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს სამიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში. ლისაბონის სამიტის შემდეგ კი, დაგეგმილია ვიზიტი ბრიუსელში, სადაც მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირის უმაღლეს ხელმძღვანელ პირებს შეხვდება", - აღნიშნა პრესსპიკერმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)