სიახლეები
05.11.2010
საქართველოს პრეზიდენტმა დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის პრინცი მიიღო
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის პრინცს ედვარდს უმასპინძლა. მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, პრინცმა პრეზიდენტის სასახლე დაათვალიერა. პრეზიდენტმა მას ცნობილი ქართველი მომღერლის ნიაზ დიასამიძის ახალი კლიპიც უჩვენა.
პრინცი ედვარდი ორი დღეა, რაც საქართველოს ესტუმრა. იგი დიდი ბრიტანეთის საელჩოს ახალი შენობის გახსნას დაესწრო, რომელიც კრწანისის რაიონში აშენდა. საქართველოში სტუმრობისას, ელისაბედ მეორის ვაჟი, უესექსის გრაფი ედვარდი ხელისუფლების წევრებსა და ევროკავშირის სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენლებსაც შეხვედა.