სიახლეები
04.08.2008
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დანიშვნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 539-ე განკარგულებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნები, "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტისა და 241 მუხლის შესაბამისად, 2008 წლის 4 ოქტომბერს დაინიშნა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური