Google+

სიახლეები

30.11.2012
საქართველოს პრეზიდენტი: „საქართველოსთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილი არის ევროპა“

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დასრულების შემდეგ, მონაწილე ლიდერებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. საქართველოს პრეზიდენტმა, გამოსვლისას, კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისა  და ევროპის სახალხო პარტიასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. მიხეილ სააკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილი ევროპაა და ვილნიუსის სამიტზე საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივაზე ისაუბრა.

„პრეზიდენტი მარტენსი ისტორიული ფიგურაა არა მარტო ევროპისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისა და რეგიონისთვისაც. აქ იმყოფება ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პოლიტიკური ლიდერია საქართველოში. 90-იან წლებში, ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს, იგი ბრიუსელში შეხვდა ვილფრედ მარტენსს და ჩვენი მეგობრობა სწორედ ამ დროიდან დაიწყო. ახლა ჩვენთვის გადამწყვეტი პერიოდია, რადგან საქართველო არ არის დსთ-ის წევრი ქვეყანა და ჩვენ გვჭირდება სხვა მიმართულებით სვლა. ყველაზე უსაფრთხო ადგილი, ამ მხრივ, არის ევროპა. სწორედ ეს არის ჩემი და ჩემი პარტიის ოცნებაც - ევროპული ტრანსფორმაცია. რაც შეეხება ინტეგრაციას, ეს უცვლელი რჩება. ჩვენ უნდა მოგვეცეს შანსი ვილნიუსის სამიტზე წინ წავიწიოთ ისე, როგორც ეს სალონიკის სამიტზე დასავლეთ ბალკანური ქვეყნების შემთხვევაში მოხდა - მაშინ მათ ევროკავშირის წევრობას დაპირდნენ. აღმოსავლეთ  პარტნიორობის ყველა წევრი ქვეყნისთვის, ეს პროცესი აუცილებლად უნდა დაიწყოს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)