Google+

სიახლეები

30.11.2012
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადება

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე მძიმედ დაავადებულ პატიმართა გათავისუფლების შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრის თხოვნას გამოეხმაურა და განცხადება გააკეთა.  

„დღეს ჩვენ მოვისმინეთ სასჯელაღსრულების მინისტრის განცხადება, რომელმაც პრეზიდენტს ოფიციალური თხოვნით მიმართა 137 მსჯავრდადებულის გათავისუფლების თაობაზე. მინდა განვმარტო, რომ აღნიშნული პატიმრები სხვადასხვა სახის დაავადების მქონე პირები არიან. ჩვენ გვსურს გამოვეხმაუროთ ამ თხოვნას. გამოვთქვამთ მზადყოფნას და ოფიციალური დოკუმენტაციის მიღებისთანავე, პრეზიდენტი გამოსცემს აქტს ამ პირთა შეწყალების თაობაზე“, - აღნიშნა პრესსპიკერმა. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)