Google+

სიახლეები

28.11.2012
მიხეილ სააკაშვილსა და ერიკ რუბინს შორის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტი  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ერიკ რუბინს  შეხვდა. საუბრის მთავარი თემები ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანაშრომლობის ქარტიის ფარგლებში ურთიერთობის გაგრძელება და ასევე თავდაცვის და უსაფრთხოების  სფეროებში თანამშრომლობის  გაღრმავება იყო. მხარეებმა ყურადღება იმ მნიშვნელოვან წვლილზეც გაამახვილეს, რომელიც საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების მხრივ შეაქვს. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია გაგრძელდეს  წვრთნისა და აღჭურვის ერთობლივი პროგრამა. 

 ქვეყნის პირველმა პირმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს დასავლური კურსი კვლავ პრიორიტეტულია და ქვეყანა  ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციისკენ მიისწრაფვის. თავის მხრივ, ერიკ რუბინმა თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაინტერესებულია პარტნიორული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებით; ასევე იმ პროგრესის გაგრძელებით, რომელსაც საქართველომ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე მიაღწია. შეხვედრისას, ISAF მისიაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილის შესახებაც ისაუბრეს და ქართველი ჯარისკაცების პროფესიონალიზმსაც შეეხნენ.

ამას გარდა, მხარეებმა ჟენევის პროცესის მიმდინარეობისა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობის საკითხები განიხილეს. მათ ასევე ყურადღება დაუთმეს 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსა და ხელისუფლების გადაბარების პროცესს, რომელიც ერიკ რუბინის შეფასებით, დემოკრატიულად და სამართლიანად განხორციელდა. ამერიკული მხარის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნის განვითარების პროცესში დიდი მნიშვნელობა ექნება არჩევნების შემდგომ პერიოდში მიმდინარე მოვლენებს.

საუბრის დასასრულს, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)