Google+

სიახლეები

23.11.2012
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა

 

მიხეილ სააკაშვილმა გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული საქართველოს მოსახლეობას ბაგრატის განახლებული ტაძრიდან მიულოცა. ქვეყნის პირველი პირი სადღესასწაულო პარაკლისს უმცროს ვაჟ ნიკოლოზთან ერთად დაესწრო. 

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, წმინდა გიორგი ბოროტების დამარცხებისა და სიკეთის გამარჯვების სიმბოლოა, ისევე როგორც აღდგენილი ბაგრატის ტაძარი. ამასთან, მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოში რთული პერიოდია, თუმცა მიუხედავად სხვადასხვა შეხედულებებისა უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა, სიმშვიდე, სიმტკიცე და მომავლის რწმენა.

„მინდა ყველას მივულოცო გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული. წმინდა გიორგი სიმბოლო ბოროტების დამარცხების და სიკეთის გამარჯვების სიმბოლოა. ეს ტაძარიც სწორედ ამ სიმბოლოს განასახიერებს. ასწლეულების განმავლობაში დამყრობლები ანგრევდნენ, მიწასთან ასწორებდნენ ბაგრატის ტაძარს, მის აღდგენასაც ბევრი წინააღმდეგომა შეხვდა. საქართველოში სულ უფრო მეტი ხალხი ხვდება, რომ ჩვენი ქვეყანა განსაცდელშია, მაგრამ იმ პირობებშიც კი როდესაც გაძლიერდა ინსტიქტი, ისმის მოწოდებები, რომ უნდა მოხდეს ნგრევა, ისევ განადგურება, მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვერ განხორციელდება, რადგან ჩვენი ხალხი ამას არ დაუშვებს. მინდა განვაცხადო, რომ მე ჩვენ ხალხთან ერთად ვიყავი მშვიდობის დროს, ომის დროს, გაჭირვების დროს, აღმშენებლობის დროს და მე ჩემ ხალხს არ მივატოვებ არც განსაცდელში. ჩვენ ბოლომდე გადავლახავთ ამ პრობლემებს, ჩვენ გავიყვანთ საქართველოს სამშვიდობოზე.“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 


ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე კალისტრატემ მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს მოსახლეობა დალოცა და კიდევ ერთხელ აღნიშნა ის დამსახურება, რომელიც პრეზიდენტს ბაგრატის ტაძრის აღდგენაში მიუძღვის. მისი თქმით სიმბოლურია, რომ ქვეყნის პირველმა პირმა გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული ერს ბაგრატის ტაძრიდან მიულოცა, რომელიც საქართველოს ერთიანობის სიმბოლოა. მეუფემ მადლობა გადაუხადა მიხეილ სააკაშვილს ბაგრატის ტაძრის აღდგენისათვის და მადლიერების ნიშნად პრეზიდენტს საჩუქრად ბზის წმინდა გიორგის ხატი გადასცა, როგორც საქართველოს ერთიანობის სიმბოლო.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)