Google+

სიახლეები

18.12.2012
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების „სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ თანახმად, დღეს საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიამ გამოაცხადა კონკურსი, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობის პროექტის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის გამოვლენას. ამავე სხდომაზე კომისიის წევრებმა განსაზღვრეს საკონკურსო პირობები და კონკურსის ჩატარების ვადები, აგრეთვე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭირო დოკუმენტები.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს განაცხადების შემოტანა 2012 წლის 23 დეკემბრის 16:00 საათამდე შეუძლიათ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

 

განცხადება კონკურსის თაობაზე

„სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 დეკემბრის №1112 ბრძანებულების შესაბამისად, ცხადდება კონკურსი, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობის პროექტის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის გამოვლენას.

კონკურსის ფარგლებში განხილული იქნება საკონკურსო წინადადებები იმ პროექტებზე, რომლებიც მიმართული იქნება სამოქალაქო სექტორის გაძლიერებისა და ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარებისკენ, აგრეთვე დამოუკიდებელი მედიის განვითარების შემდგომი ხელშეწყობისაკენ. შერჩეული საკონკურსო წინადადების საფუძველზე შექმნილი პროექტი (შესაბამისი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი) საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში დაფინანსდება 1 000 000 (მილიონი) ლარით მედიასაშუალებებზე ან/და სხვა შესაბამის ორგანიზაციებზე გრანტების კონკურსის წესით გაცემის მიზნით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს.

 

საკონკურსო განაცხადი უნდა პასუხობდეს შემდეგ მოთხოვნებს:

·         შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე და არ უნდა აღემატებოდეს 6 გვერდს (A4 ფორმატი, შრიფტის ზომა - 12);

·         უნდა შეიცავდეს შესაბამისი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წესდებით განსაზღვრული მიზნების, აგრეთვე საქართველოში უკვე განხორციელებული იმ საქმიანობისა და პროექტების მოკლე აღწერას, რომლებიც დაკავშირებულია სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობასთან;

·         უნდა შეიცავდეს პროექტის იდეისა და განსახორციელებელი ღონისძიებების აღწერას და მათი განხორციელების ვადებს, აგრეთვე მედიასაშუალებების ან/და სხვა შესაბამისი ორგანიზაციების კონკურსის წესით შერჩევის კრიტერიუმებსა და პრიორიტეტებს მათზე გრანტების გაცემის მიზნით.

საკონკურსო განაცხადთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის:

·         რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

·         წესდება.

            საკონკურსო განაცხადი და თანდართული დოკუმენტები მიიღება 2012 წლის 23 დეკემბრის 16:00 სთ-მდე (მისამართი: ქ. თბილისი, აბდუშელიშვილის ქ. №1, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საკონკურსო კომისიის სამდივნო. ტელ.: 2282735).

 

                                         საკონკურსო კომისია




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)