Google+

სიახლეები

04.01.2013
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება ელჩების გამოწვევასთან დაკავშირებით

საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება მთელი რიგი ქვეყნებიდან საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩების გამოწვევის თაობაზე.

სამსახურეობრივ მოვალეობას აღარ შეასრულებენ ის ელჩები, რომლებმაც საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვეს თანამდებობები და ისინი, ვისაც როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა ეწურებათ.

ასევე ქვეყნის პირველმა პირმა გამოიწვია ის დიპლომატები, რომელთა შესახებაც, შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობასთან კონსულტაციის საფუძველზე იქნა მიღებული.  

ამას გარდა, პრეზიდენტმა საფრანგეთში საქართველოს ელჩის ვაკანტურ თანამდებობაზე მთავრობის მიერ შეთავაზებული კანდიდატურა წარადგინა.   




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)