Google+

სიახლეები

22.10.2013
საქართველოს პრეზიდენტი ოჯახთან ერთად იმ ბინაში გადადის  საცხოვრებლად, სადაც 2004 წლამდე ცხოვრობდა

საქართველოს პრეზიდენტი და ქვეყნის პირველი ლედი დიღმის #9-ში მდებარე სახლს ტოვებენ, სადაც ბოლო წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. მიხეილ სააკაშვილსა და სანდრა რულოვსს პირადი ნივთები ბარნოვის ქუჩაზე, მათ კუთვნილ ბინაში გადააქვთ, სადაც ოჯახი 2004 წლამდე, ვარდების რევოლუციამდე ცხოვრობდა.

„ბევრ პრობლემებთან ერთად, ჩემი ქვეყნის უზარმაზარი მატერიალური წინსვლაც ვნახე. ჩემ თავს ვუსვამ შეკითხვას: ჩემი ბინა ისევ ისეთია, მაგრამ არის თუ არა საქართველო სხვა ქვეყანა ვიდრე იყო 10 წლის წინათ? ეს არის მთავარი შეკითხვა, რომელიც ყველა პრეზიდენტმა უნდა დასვას და არა დაინტერესდეს იმით, რა გაუუმჯობესდა მას და რას გამოკრა ხელი, რა სარგებელი და ხეირი მოუტანა თავის ოჯახსა და ნათესავებს. ყოველივე ეს უმნიშვნელოა. საქართველო ჩვენი ქვეყანაა და მისი ცვლილებები ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დიღმის სახლს, სადაც საქართველოს პრეზიდენტი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, პრეზიდენტისთვის მთავრობა ქირაობდა.

„ჩემი მშობლები ძალიან დამეხმარნენ, რომლებიც ბოლო კვირების განმავლობაში აქ იყვნენ. ცოტა რამ დარჩა გადასატანი და ჩვენც გადავდივართ. ინვენტარიზაცია მოხდა - გუშინ იყვნენ და ყველაფერი ის, რაც სახელმწიფოსია, უკვე აღწერილია. ცოტა ძნელია, რა თქმა უნდა“, - აღნიშნა  სანდრა რულოვსმა. 

პრეზიდენტის ოჯახის გადასვლის პროცესს მასმედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  მიხეილ სააკაშვილმა ისინი ვეძისში, იმ ადგილზეც მიიყვანა, სადაც ადრე პრეზიდენტის ბებია ცხოვრობდა. ქვეყნის პირველი პირი ამ ადგილზე საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის აშენებას გეგმავდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ბიბლიოთეკის მშენებლობა სხვა ადგილზე დაიწყო, მიხეილ სააკაშვილმა ამ ტერიტორიის გაყიდვა გადაწყვიტა. მიღებული თანხა კი, როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის მშენებლობას მოხმარდება. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)