საქართველოს პრეზიდენტი: „ ენგურჰესის მშენებლობის შემდეგ საქართველოში მსგავსი მასშტაბური მშენებლობა არ ყოფილა...უნდა გეზიზღებოდეს შენი ქვეყანა , რომ ეს ისტორიული მშენებლობა შეაჩერო...რატომ გააჩერეს?! “
საქართველოს პრეზიდენტმა და დედაქალაქის მერმა ვერტმფრენიდან ის გაჩერებული მასშტაბური მშენებლობები დაათვალიერეს, რომელიც რკინიგზის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში განხორციელდა. რკინიგზის მშენებლობა ამ ეტაპზე მთავრობის გადაწყვეტილებით დაკონსერვდა. მიხეილ სააკაშვილმა პროექტის მნიშვნელობაზე მედიასთან ისაუბრა და მთავრობა შეჩერებული მშენებლობისთვის გააკრიტიკა.
„მინდა მივმართო პრემიერ-მინისტრს, აზრზე მოვიდეს, რადგან ამ პროექტის გაჩერება მისი პირადი გადაწყვეტილებაა. ეს პროექტი თბილისის მომავალი და თბილისის გადარჩენის ერთადერთი გზაა, ეს საქართველოს ყველაზე დიდი ეკონომიკური პროექტია და ამისთვის ყველას მოეკითხება პასუხი!... ადრე თუ გვიან ბინდი გადაივლის და ყველა მიხვდება რა გააკეთა ამ თვეებისა და დღეების განმავლობაში ხალხმა, რომელიც სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგებით მოვიდა. ისინი, პრაქტიკულად, საქართველოს უსპობენ მომავალს!...
ამას რომ კეტავდა, ერთხელ მაინც არ უნდა ენახა რას კეტავდა?! თუ ვიღაც გუნცაძეების დონეზე უნდა იყოს ეს ყველაფერი?! ამხელა სამუშაოები გაკეთდა. ერთხელ არ უნდა გამოსულიყო კაბინეტიდან?! არ უნდა მოსულიყო და ცალი თვალი მაინც არ უნდა შეევლო?! მესმის, რომ არ უყვარს გამოსვლა თავის შუშის კოლბიდან, მაგრამ ამ გადაწყვეტილებაზე მაინც არ უნდა მოსულიყო და არ ენახა თავისი თვალით?! კაბინეტში ზის და ხელის ერთი გაკვრით მოკლა იმხელა რაღაცა ისე, რომ თვალითაც არ უნახავს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის პროექტი, რომელიც მოქმედი მთვრობის გადაწყვეტილებით დაკონსერვდა, წელს უნდა დასრულებულიყო.
"მე მინდა თბილისელებმა გაიგონ, რას ართმევენ თბილისს. ეს პროექტი როგორც კი დამთავრდებოდა, თბილისში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება საცობები. მეორე არის ის, რომ ეს არის ახალი ტერიტორია, სადაც აშენდებაშენობები და პრაქტიკულად ქალაქის ახალი ცენტრიც შენდება. არც ვორონცოვის დროს, არც წინა საუკუნეებში, არც საბჭოთა დროის თბილისში არ ყოფილა ამ მასშტაბის მშენებლობა. რომელ ავადმყოფს მოუვიდა თავში ამის შეჩერება.უნდა გეზიზღებოდეს შენი ქვეყანა, რომ ეს ისტორიული მშენებლობა გააჩერო. რატომ გააჩერეს?! მომიყვანეთ ერთი რაციონალური არგუმენტი, გარდა იმისა, რომ ჩვენ ვაშენებდით. მე მინდა თბილისელები აქ ექსკურსიაზე ვატარო,როგორც სიმბოლო, რა მოხდა. მე არ მინახავს მსოფლიოში არც ერთი ავადმყოფი რეჟიმი, რომელიც ამას გააკეთებდა. არც კომუნისტური, არც ფაშისტური, არც განვითარებული და არც განუვითარებელი. მე მინდა მივმართო პრემიერს,აზრზე მოვიდეს, იმიტომ, რომ ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება. მართლა ჭორვილას საცალფეხო ბილიკი ხომ არ ჰგონია ეს. ეს არის თბილისის მომავალი. საქართველოში ყველაზე დიდი ეკონომიკური პროექტი, ადრე თუ გვიან ეს ბინდი გადაივლის და ყველა მიხვდება, რა გააკეთა ამ თვეებში ამ ხალხმა, ვინც სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით მოვიდა საქართველოში…. ვიღაცა ზის კაბინეტში, არ უნახია ალბათ არასდროს არაფერი. არ გამოდის იქიდან.გააჩერეს ეს პროექტი, რადგან მიშა და გიგი აშენებდნენ. ეს იმის გაკეთებულია, ვისაც თბილისი სძულს და ქვეყნის მომავალი არ უნდა. მე იშვიათად ვყოფილვარ ასე გაბრაზებული. ეს ყველა საზღვარს სცდება",
მინდა ვუთხრა პრემიერს, ოღონდ დროს ნუ გვაკარგვინებს.
მისივე თქმით, ივანიშვილისგან აინტერესებს, როდესაც ამ პროექტის შეჩერების გადაწყვეტილებას იღებდა, ერთხელ მაინც რატომ არ მივიდა ამ ტერიტორიაზე და რატომ არ ნახა, თუ რისი მშენებლობის შეჩერებას აპირებდა.
"ამას რომ კეტავდა, ერთხელ მაინც არ უნდა ენახა რას კეტავდა?! თუ ვიღაც გუნცაძეების დონეზე უნდა იყოს ეს ყველაფერი?! ამხელა სამუშაოები გაკეთდა. ერთხელ არ უნდა გამოსულიყო კაბინეტიდან?! არ უნდა მოსულიყო და ცალითვალი მაინც არ უნდა შეევლო?! მესმის, რომ არ უყვარს გამოსვლა თავის შუშის კოლბიდან, მაგრამ ამ გადაწყვეტილებაზე მაინც არ უნდა მოსულიყო და არ ენახა თავისი თვალით?! კაბინეტში ზის და ხელის ერთი გაკვრით მოკლაიმხელა რაღაცა ისე, რომ თვალითაც არ უნახავს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, იმედია, ახალი მთავრობა ტელევიზორში მაინც ნახავს, თუ რა შეაჩერა. "ხალხნო, აზრზე უნდა მოვიდეთ. წყალსაც წავუღივართ მე და გიგი, მაგრამ ამას ნუ წავაღებინებთ წყალს!", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს მთავრობამ შემოვლითი რკინიგზის პროექტის დაკონსერვების გადაწყვეტილება მიიღო. შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა ისტორიული მასშტაბის მშენებლობა იყო. მისი მშენებლობის 80% დასრულებულია,დახარჯულია ასობით მილიონი ლარი.
თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის ფარგლებში, დაგეგმილი იყო დიდუბის რკინიგზის სადგურიდან ნავთლუღის სადგურამდე არსებული ტერიტორიის,რკინიგზის ხაზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურისგან გამოთავისუფლება, აღნიშნული ტერიტორიის ათვისება და საქალაქო სატრანსპორტო დერეფნად გამოყენება.გამჭოლი მაგისტრალი, დავით აღმაშენებლის ხეივანს კახეთის გზატკეცილთან დააკავშირებდა.
პროექტის მიხედვით, გამოთავისუფლებულ 100 ჰექტარამდე ტერიტორიაზე, გათვალისწინებული იყო მრავალფუნქციური საზოგადოებრივი და ბიზნეს-ცენტრის შექმნა.ქალაქში იქმნებოდა- ახალი თანამედროვე არქიტექტურული სტანდარტების შესაბამისი ცენტრი, რომლის არქიტექტურული განვითარების საშუალება მიეცემოდათ,როგორც ქართველ, ისე უცხოელ არქიტექტორებს.
პროექტის გათვლით ,გამოთავისუფლებული ტერიტორიის განაშენიანება, ხელს შეუწყობდა დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.
სარკინიგზო მაგისტრალის გადატანის პროექტის ჯამური ღირებულება 280 მილიონ ევროდ იყო შეფასებული. პროექტის განხორციელებას ევროპის რეკონსტრუქციისა დაგანვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი და საქართველოს რკინიგზის კომპანია აფინანსებდა.
უკვე აშენებულია: სარკინიგზო გვირაბები, საყრდენი კედლები, ხიდები, მოეწყო სპეციალური ვაკისი, სადაც ლიანდაგები უნდა განთავსებულიყო და განხორციელდა სხვაუამრავი სამუშაო.