სიახლეები
10.06.2013
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ეროვნული უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ეროვნული უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა სამშაბათს, 11 ივნისს, 18 საათზე, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.
სხდომაზე აისაფის საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილე ქართულ შენაერთებზე განხორციელებული თავდასხმისა და ქართველი სამხედროებისა და საქართველოს მოსახლეობის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეო კლიპების გავრცელებისა და მასთან დაკავშირებულიუსაფრთხოების საკითხები განიხილება.