Google+

სიახლეები

08.06.2013
საქართველოს პრეზიდენტი თურქეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
მინდა გამოვეხმაურო თურქეთში განვითარებულ მოვლენებს და გამოვთქვა ჩემი ღრმა მწუხარება ბოლო დროს განვითარებული დაძაბულობის გამო. ახლა, როდესაც პრემიერ-მინისტრ ერდოღანის ბრწყინვალე ხელმძღვანელობით, თურქეთი სწრაფი და განუხრელი განვითარების გზას ადგას, საზოგადოების გაყოფა და პოლარიზება ყველაზე ნაკლებად შედის ქვეყნის ინტერესებში. 
 
თურქეთი არის არა მარტო დემოკრატიისა და განვითარების მოდელი, არამედ სტაბილურობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტიც რეგიონში და სწორედ მთელი რეგიონის ინტერესია, თურქეთის განვითარება სწრაფად და განუხრელად გაგრძელდეს. 
 
დღეს მთელი რეგიონის იმედი თურქეთისკენაა მიმართული. ჩვენს რთულ და დაძაბულობით აღსავსე დროში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ რეგიონს ყავდეს ძლიერი ლიდერი, რომელიც იქნება უკეთესი მომავლისა და იმედის სიმბოლო არა მარტო საკუთარი ქვეყნისთვის, არამედ - მთელი რეგიონისთვის. უპირველესად, პრემიერ-მინისტრ ერდოღანის დამსახურებაა ის, რომ საქართველო-თურქეთის ურთიერთობა ძალიან დინამიკურად ვითარდება.
 
ჩემი ღრმა რწმენით, პრემიერ-მინისტრი ერდოღანი ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე ლიდერია თანამედროვე მსოფლიოში და ღრმად მწამს, რომ თურქეთის საზოგადოება გამონახავს კომპრომისის აუცილებელ რესურსებს, სამოქალაქო თანხმობა კვლავ დაისადგურებს და თურქეთი დიდხანს იქნება ის სახელმწიფო, რომელიც მომავლის რწმენას ჩაუნერგავს როგორც მეზობლებს, ისე მთელ მსოფლიოს. 
 
 
თურქი ხალხისადმი უდიდესი პატივისცემით, 
მიხეილ სააკაშვილი 
 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)