Google+

სიახლეები

11.04.2013
ვარშავაში საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა

ვარშავაში დღეს საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. მიხეილ სააკაშვილმა და ბრონისლავ კომოროვსკიმ ორი ქვეყნის ურთიერთობასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. როგორც ბრონისლავ კომოროვსკიმ შეხვედრისას აღნიშნა, პოლონეთი კვლავაც აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში დღეს დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ქვეყნის პირველი პირი ვარშავაში ორმხრივი შეხვედრების გარდა, ევროპის კოლეჯის სტუდენტებსაც  შეხვდება. დაგეგმილია  საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით  გამოსვლაც. მოგვიანებით კი, ევროპის კოლეჯში საქართველოს ეროვნული დღის პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრება.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)