Google+

სიახლეები

09.04.2013
მიხეილ სააკაშვილი: „ნურეთინ ჩარმიკლი იყო საქართველოს საპატიო კონსული თურქეთში და თურქეთის საუკეთესო წარმომადგენელი საქართველოში“

მინდა მივესალმო ბატონ ნურეთინს, მისი ოჯახის წევრებს, პრესის წარმომადგენლებს, ჩვენს პარლამენტარებს.

თურქეთში ოფიციალური მისიით ვიმყოფებით.

დღეს 2-საათიანი შეხვედრა და სადილი გვქონდა თურქეთის პრეზიდენტთან აბდულ გიულთან, ჩვენს ძველ მეგობართან და საქართველოს დიდ ქომაგთან.

შაბათს ძალიან თბილი და ხანგრძლივი შეხვედრა გვქონდა თურქეთის პრემიერ-მინისტრთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, რომელიც, ჩემი აზრით, არის არა მხოლოდ დღევანდელობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონალური და მსოფლიო ლიდერი, არამედ ბოლო 10 წლეულების განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი თურქი ლიდერი.

ჩემი სუბიექტური აზრია, რომ მუსტაფა ქემალ ათა თურქის შემდეგ, ამ მასშტაბისა და  გავლენის ლიდერი თურქეთს რეგიონსა და ქვეყნის შიგნით არ ჰყოლია და კიდევ ერთხელ გამოვხატე აღფრთოვანება ამ პიროვნების მიმართ.

ბოლო დღეების განმავლობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამდენად სწრაფად ვითარდება თურქეთის რესპუბლიკა.

სხვათა შორის, ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, 2 დღე თურქულ ჰოსპიტალში გავატარე და არ შემიძლია აღფრთოვანება არ გამოვხატო და არ ვთქვა, რომ გაოგნებული ვარ თურქული მედიცინის დონით, რომელიც ბოლო წლებში შეიქმნა. ის, რომ საუკეთესო სპეციალისტები არიან ისიც ადასტურებს, რომ მძიმე ტრავმის შემდეგ, დღეს თქვენ წინაშე ვდგავარ.

მინდა ვთქვა, რომ ნურეთინ ჩარმიკლი არა მხოლოდ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოღვაწეა თურქეთში, თურქეთის ბიზნესისა და სახელმწიფო წრეებში, არამედ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამაგდარი და პატრიოტი საქართველოს სახელმწიფოში.

ვფიქრობ, რომ მისი აღმშენებლობითი საქმიანობა თურქეთსა და რეგიონში კარგად არის ცნობილი.

მას და მის ოჯახს უკავშირდება დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები მთელ ამ უზარმაზარ რეგიონში და, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, თურქეთში.

თუკი ქალაქი ბათუმი ახლა ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ქალაქად ჩამოყალიბდა ევროპასა და რეგიონში, ამის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი მართლაც იყო ნურეთინ ჩარმიკლი.

მან დაიჯერა პირველმა, რომ ბათუმი შედგება და ბათუმის ცენტრში ჩადგა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შენობა - სასტუმრო „შერატონი“. ამ შენობით დაიწყო ბათუმის განვითარება.

ბათუმის საკრებულომ, მადლიერების ნიშნად, ბატონი ნურეთინის სახელი ბათუმის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას უწოდა.

ასეთი აღიარება სიცოცხლეში უდიდესი პატივია ნებისმიერი ადამიანისთვის.

იგი სიცოცხლეშივე ჩამოყალიბდა ისტორიულ ფიგურად და მინდა მას საქართველოს ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადავცე, რომელიც ყველაზე მეტად გამოხატავს მის არსს, ამ პიროვნების დამსახურებას.

იგი ორივე ქვეყნის მოამაგეა და ხიდი თურქეთის  რესპუბლიკასა და საქართველოს შორის.

იგი იყო საქართველოს საპატიო კონსული თურქეთში და თურქეთის საუკეთესო წარმომადგენელი საქართველოში. 

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)