Google+

სიახლეები

13.02.2013
საქართველოს პრეზიდენტმა ზუგდიდში დაჭრილი პოლიციელი მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ზუგდიდის საავადმყოფოში დაჭრილი პოლიციელი დავით ქვარაია მოინახულა. მიხეილ სააკაშვილი დავით ქვარაიას ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა და დამნაშავეთა კანონის შესაბამისად დასჯა მოითხოვა. ქვეყნის პირველმა პირმა მთავრობის წევრები დაგვიანებული ყურადღებისთვის გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მისი მდგომარეობა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მხოლოდ მას შემდეგ მოიკითხეს, რაც პრეზიდენტის სტუმრობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. 

საქართველოს პრეზიდენტი მედპერსონალის პირობებითაც დაინტერესდა და ახალ მთავრობას მათთვის ორი თვის გაუცემელი ხელფასის პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდა.

„თავისთავად, ძალიან მძიმე ფაქტია, რაც ზუგდიდის ცენტრში, ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე მოხდა და კარგია რომ ჩვენი პოლიციელი გადარჩა, მაგრამ მაშფოთებს ის რეაქცია, რომელიც ამას მოყვა. პირველი რეაქცია ამაზე იყო ის, რომ ეს ფაქტი საერთოდ დამალეს - ჩვენმა გუბერნატორმა გაიგო ინფორმაცია და შეგვატყობინა. მთავრობას ახლა უნდა ეღვიძოს და განგაში ჰქონდეს ატეხილი... ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო საავადმყოფო საქართველოში, ერთ-ერთი საუკეთესო მედპერსონალით, მაგრამ რამდენიმე თვეა მათთვის აქ ხელფასი არ მიუციათ. რა მნიშვნელობა აქვს იყო თუ არა არჩევნები, შეიცვალა თუ არა მთავრობა - ამ ხალხისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, პაციენტები ისევ ჰყავთ და აუცილებლობის შემთხვევაში, მათ შორის, აფხაზეთიდან გადმოდიან. ამ საავადმყოფოში უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმები ჰყავთ და მე კატეგორიულად ვთხოვ მთავრობას, ნუ სხედან მხოლოდ კაბინეტებში, გამოვიდნენ და ამ ხალხს ელაპარაკონ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.  

ქვეყნის პირველი პირთან ერთად, ზუგდიდის საავადმყოფოში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავა იმყოფებოდა.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)