Google+

სიახლეები

12.02.2013
საქართველოს პრეზიდენტი  ევროკომისარს ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი  დღეს ევროკომისარს ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულეს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოსა და ევროკავშირის შემდგომი თანამშრომლობა იყო. კერძოდ, საუბარი შეეხო ასოცირებული წევრობის შეთანხმებას, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას და სავიზო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაციის საკითხს. მხარეებმა შიდაპოლიტიკურ მოვლენებსა და კოჰაბიტაციის პროცესის მიმდინარეობის თაობაზეც ისაუბრეს.

ევროკომისარმა ყურადღება ვილნიუსში დაგეგმილ სამიტზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეს სამიტი საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ქვეყანაში განხორციელებული რეფორმებისა და მიღწეული პროგრესის ფონზე. ევროკომისარმა იმედი გამოთქვა, რომ კოჰაბიტაციის თანმდევი გამოწვევების მიუხედავად, საქართველო რეფორმების გზას კვლავაც გააგრძელებს.     

შეხვედრის შემდეგ  მიხეილ სააკაშვილმა და შტეფან ფულემ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში თბილისს აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური დიალოგის მეორე შეხვედრის ფარგლებში ეწვია. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)