Google+

სიახლეები

13.11.2012
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი ბელგიაში დაიწყო. ბრიუსელში მიხეილ სააკაშვილი სხვადასხვა დონეზე გამართავს შეხვედრებს, მათ შორის, ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან ჰერმან ვან რომპუისთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტთან მარტინ შულცთან. კარნეგის ცენტრში ქვეყნის პირველი პირი სიტყვითაც გამოვა. მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს მიმოიხილავს და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრებს.   

ბელგიის დედაქალაქში მიხეილ სააკაშვილი პრაღიდან გაემგზავრა, სადაც ქვეყნის პირველმა პირმა ნატო-ს  საპარლამენტო ასამბლეის 58-ე სესიის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)