Google+

სიახლეები

07.11.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ბარაკ ობამას მეორე ვადით არჩევა მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა ბარაკ ობამას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება და მეორე ვადით არჩევა მიულოცა. მიხეილ სააკაშვილმა ამერიკელ კოლეგას წარმატებები, ამერიკელ ხალხს კი, ქართველი ერის სახელით  მშვიდობა, კეთილდღეობა და წინსვლა უსურვა.

„ნება მიბოძეთ, ჩემი და ქართველი ხალხის სახელით, კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება თქვენდამი იმისათვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები განუხრელად უჭერდა მხარს საქართველოს დემოკრატიულ და  ეკონომიკურ განვითარებას, ასევე სახელმწიფოებრივ უსაფრთხოებას, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენს მისწრაფებას ნატო-ში. დარწმუნებული ვარ, საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის მომავალში კიდევ უფრო გაღმავდება ისევე, როგორც კავშირი ჩვენს ხალხებს შორის“, - აღნიშნულია მილოცვის წერილში. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)