სიახლეები
08.10.2012
გაერთიანებულ შტაბს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობაზე გიორგი კალანდაძე დაინიშნა.
ბრიგადის გენერალი გიორგი კალანდაძე დღემდე შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე იყო.