Google+

სიახლეები

23.09.2012
საქართველოს პრეზიდენტმა პორტი ლაზიკას მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს პორტ ლაზიკას მშნებელობას ჩაუყარა საფუძველი. მიხეილ სააკაშვილმა საძირკველში, სიმბოლურად, კაფსულა ჩადო და იქვე შეკრებილ საზოგადოებასთან ამ პორტის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა;დღეს ისტორიული დღეა და ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს, ჩვენ ამ ქალაქს ავაშენებთ. მშენებლობა უკვე დავიწყეთ და პირველი შენობები უკვე გვაქვს. ამ ადგილზე აშენდება პორტი, რომელიც საქართველოსა და შავი ზღვის სანაპიროზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი იქნება - განაცხადა მან.  ლაზიკა საქართველოს ზღვისპირეთში ყველაზე დიდი პორტი იქნება და 85 ჰექტარზე გაიშლება. ტექნიკური მონაცემებისა და გეოგრაფიული მდებარეობის გამო, პორტ ლაზიკას აქვს პოტენციალი გადაიქცეს სატრანსპორტო ჰაბად ევროპასა და აზიას შორის. პორტი ლაზიკა, სადაც აკვატორიის სიღრმე არანაკლებ 20 მეტრია, და მისი ტექნიკური მახასიათებლები სრულად შეესაბამება თანამედროვე გემთნაოსნობის სტანდარტებსა და კრიტერიუმებს. ეს შესაძლებელს ხდის პორტში მაღალი ტონაჟის მქონე გემები შემოვიდეს, რაც დღესდღეობით საქართველოს ვერც ერთ პორტში ვერ ხდება.პორტის მშენებლობაზე 2000 ადამიანი დასაქმდება, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ, პორტის საოპერაციო საქმიანობაში მუდმივად 2300 ადამიანი იქნება დასაქმებული. პროექტის საორიენტაციო მაქსიმალური ღირებულებაა 535 მილიონი ლარი. ლაზიკის პორტის მშენებლობის დასრულება 2015 წლის პირველ ნახევარში იგეგმება. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)