სიახლეები
18.09.2012
მიხეილ სააკაშვილმა რაჭაში ახალი კომპლექსის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი
საქართველოს პრეზიდენტმა რაჭაში, შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს ახალი ტურისტული კომპლექსის მშენებლობას ჩუყარა საფუძველი. მიხეილ სააკაშვილმა ახალი ტურისტული ცენტრის საძირკველში, სიმბოლურად, კაფსულა ჩადო და რეგიონის განვითრების პერსპექტივებზე ისაუბრა.
შაორის ტბასთან მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა, აშენდება სასტუმრო, გაკეთდება სანაოსნო პირსები და ველოსიპედისა და საფეხმავალო ბილიკები; განვითარდება საცხენოსნო ტურიზმი და კეთილმოეწყობა პლაჟიც.
კომპლექსის მშენებლობა 2013 წელს დასრულდება.