Google+

სიახლეები

17.09.2012
საქართველოს პრეზიდენტმა სპორტული კომპლექსი გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა გურჯაანის სპორტული კომპლექსი გახსნა. შენობის სრული რეაბილიტაციისთვის 3 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა. სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრში ფუნქციონისრებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დახურული ტიპის აუზი, ტრენაჟორები და სხვადასხვა სპორტული წრეებისთვის განკუთვნილი დარბაზები.

„გურჯაანში დღეს ერთდროულად ვხსნით საცურაო აუზს და სპორტულ კომპლექსს. ვხსნით ახტალას კურორტის მშენებლობას, რომელიც დასრულების შემდეგ საუკეთესო იქნება. ამ ადგილის რეაბილიტაციისთვის რამდენიმე  ათეული მილიონი იდება და ძალიან ბევრ ადამიანს დაასაქმებელი კახეთში. დღეს რამდენიმე სკოლა შემოვიარე და, მათ შორის, გურჯაანში ვნახე მომავლის კლასი. ალბათ, გახსოვთ, რომ შარშანდელი დაპირება - მე გითხარით, რომ წლევანდელი წელი კახეთის წლად გამოცხადდება-მეთქი. ზოგიერთებს არ სჯეროდათ, მაგრამ ერთი დღეც არ შეგვიჩერებია კახეთზე მუშაობა, მათ შორის იმ დღეებში, როდესაც კახეთს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ასეც გავაგრძელებთ. ამას ვამბობ, როგორც ჩვენი ქვეყნის ქვეყნის მოქალაქე. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეკუთვნის ყველა ადამიანს, მიუხედავად მათი პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებებისა. მე ყველა ერთნაირად მიყვარს, ყველას ერთნაირად, თბილად ვეკიდები, რადგან ჩვენ ყველას გვინდა ერთიანობა. საქართველოს არ აქვს ურთიერთქიშპობის, დაპირისპირების, არეულობის დრო - საქართველოში უნდა იყოს მხოლოდ წინსვლა, აღმშენებლობა, რათა ყველამ ისარგებლოს ამ მიღწევებით. უპირველეს ყოვლისა, მე მთელი საქართველო მიყვარს და მინდა რომ დაწყებული საქმე გაგრძელდეს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)