Google+

სიახლეები

20.08.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმის მშენებარე რაიონები დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ლევან ვარშალომიძესთან და ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან გია ბარამიძესთან ერთად ბათუმში ის რაიონები დაათვალიერა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მიხეილ სააკაშვილმა ის ადგილები მოინახულა, სადაც ახალი პროექტები ხორციელდება, რომელთა შორის, მშენებარე ბულვარი და ახალი ობიექტებია.

„დღეს გადავწყვიტეთ ბათუმის არა მხოლოდ ის ლამაზი ადგილები მოვიაროთ, რომლებიც უკვე მთელმა მსოფლიომ იცის, არამედ ის ადგილებიც, სადაც ტელეკამერები არ აღწევს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ბათუმელისთვის. ერთად ვნახოთ ის, რაც კეთდება და რაც კერ კიდევ გასაკეთებელია. ბათუმის შემდგომი განვითარებისა და ტურისტული ზონის გასაუმჯობესებლად ლევანმა არაჩვეულებრივი რამ მოიფიქრა. ეს არის ახალი გამწმენდი ნაგებობა, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიით კეთდება. ეს მთლიანად ცვლის ბათუმელების ცხოვრებას. აქ კეთდება წყალსადენისა და კანალიზაციის საუკეთესო სისტემა, ზღვაც გაიწმინდება და ძალიან სუფთა იქნება. აქ ისეთი ლამაზი ადგილებია, რომელთა მსგავსი არ არის არც საქართველოში და საფრანგეთში. უახლოეს დღეებში ვიწყებთ სტადიონის მშენებლობას, რომელიც ბათუმს არ ჰქონდა. როდესაც ბულვარი 7 კილომეტრით დაგრძელდება, კიდევ 30-40 სასტუმროს აშენება შეიძლება. ეს ახალი ბულვარი ლევანის შემოქმედების და ფანტაზიის მწვერვალი მეგონა, მაგრამ ის, რასაც ახლა აკეთებს, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გრძელი და საუცხოო ადგილი იქნება. აქ კიდევ იმდენი საჯარო სივრცე შევქმენით, რომ მსგავსი პრეცენდენტი არ ვიცი. ყველაფერი ხალხისთვის კეთდება და არა კერძო ინტერესებისთვის. ის, რაც არც ერთ მთავრობას არ გაუკეთებია, ახლა კეთდება. ძალიან კარგია ისიც, რომ ლევანმა აჭარის ცენტრალური უწყებები ქალაქის სიღრმეში გადაიტანა. საბჭოთა პრინციპებით, ყველაფერი ზღვის პირას უნდა მდგარიყო. ლევანის ინიციატივის შედეგად, ბათუმის შიდა რაიონებშიც შევიდა განვითარება, ისევე როგორც, პარლამენტი გადავიტანეთ ქუთაისში რეგიონის გასავითარებლად“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ქვეყნის პირველმა პირმა ბათუმის გაზიფიცირების პროექტზეც ისაუბრა. ამ საკითხთან დაკავშირებით, მან თავად მოსახლეობისგან მიიღო ინფორმაცია, რომელსაც რამდენიმე უბანში გაესაუბრა. გია ბარამიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ბუნებრივი გაზის ოჯახში შეყვანის საფასურის გადახდა განვადებით არის შესაძლებელი, ერთადერთი პრობლემა პროცესის დაჩქარებაა. საამისოდ, იგი „სოკარის“ წარმომადგენლებთან მოლაპარაკება გეგმავს სამუშაო ჯგუფების დამატების თაობაზე. მოსახლეობასთან შეხვედრისას, მათ იმ პრობლემებზეც გაამახვილეს ყურადღება, რომელიც ბარაკული ტიპის დასახლებებს შეეხება. პრეზიდენტმაც და დეპუტატობის კანდიდატმაც ადგილობრივებს აღუთქვეს, რომ რამდენიმე წელიწადში ბათუმი იქნება საუკეთესო ქალაქი, ბარაკების გარეშე.  

დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი კანდიდატი გიორგი ბარამიძე ბათუმის მოსახლეობას პირადად წარუდგინა.  მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივებს მიმართა, მათ ქალაქში მიმდინარე მასშტაბურ პროექტებზე ესაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომდევნო ოთხ წელიწადში ბათუმის ის ნაწილიც აღორძინდება, რომელსაც აღმშენებლობა ჯერ არ შეხებია. ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება დასაქმების პრობლემაზეც გაამახვილა, რომლის გადაჭრა ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ქვეყნის პირველი პირის თქმით, ბათუმი ახალგაზრდობისა და იმედის ქალაქია, საქართველოს სავიზიტო ბარათი და თითოეული მოქალაქის მთავარი სიამაყე. 

მოსახლეობასთან შეხვედრა ბათუმის მშენებარე საზაფხულო თეატრში გაიმართა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)