Google+

სიახლეები

20.08.2012
საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

მიხეილ სააკაშვილი გურიაში სოფელ ბახმაროში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ბოლო პერიოდში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა. ქვეყნის პირველმა პირმა გურიის მოსახლეობას რეგიონის განვითარების გეგმებიც გააცნო და ბახმაროს, როგორც საერთაშორისო დონის კურორტის განვითარების აუცილებლობაზეც ისაუბრა. პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლება ძალისხმევას არ დაიშურებს იმისთვის, რომ ტურისტები ბახმაროს არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ ზამთარშიც ჰყავდეს.

 „როდესაც ბახმაროში ხარ, ხვდები რამდენად დიდი პოტენციალი აქვს არა მხოლოდ ზოგადად საქართველოს, არამედ გურიას და, განსაკუთრებით, ჩოხატაურს. ჩვენთვის ბახმარო აქამდე ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტი იყო და გურულების გარდა, თითქმის არავინ არ იცოდა ეს ადგილი, მაგრამ მომავალ წელს ნახავთ, როგორი იქნება ბახმარო. წელს ჩვენ მცირედით დავიწყეთ, მაგრამ მომავალ წელს მთელი საქართველო ჩამოვა აქ, შემდეგ წელს კი მთელი კავკასიიდან და მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოვლენ, მერე კი, შესაძლოა, მთელი მსოფლიოდან გვყავდეს  დამსვენებლები. ჩვენ ნანგრევებისგან შევქმენით სახელმწიფო შენობა. სხვებს კი უნდათ, რომ ეს შენობა ისევ ნანგრევებად აქციონ, თანაც თქვენი ხელით. წარმოუდგენელია, რომ ქართველი ხალხი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მონატრებულია შენებას, ხელახლა წაყვეს იმას, ვინც კონკრეტული ნგრევის პროგრამით მოდის  და კონკრეტული მიზნი აქვს, ყველაფერი მოსპოს რაც ჩვენ გავაკეთეთ“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივებთან შეხვედრისას.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)