Google+

სიახლეები

19.08.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ბახმაროში მოსახლეობას მიმართა

მოგესალმებით ყველას!

მინდა ვუთხრა მათ, ვინც არასდროს არ ყოფილა ბახმაროში, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია იმათგან, რომელიც კი მინახავს სადმე მსოფლიოში.

მინდა, რომ ის სიამოვნება, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა აქ ამ ბოლო დღეებში განვიცადეთ, თითოეულმა ქართველმაც იგრძნოს, განიცადოს.

ყველა უნდა ამოვიდეს ბახმაროში და ერთხელ მაინც უნდა ნახოს აქ ნამდვილი ქართული სასწაული.

თქვენ აქ საუკეთესო გზით ამოხვედით, მომავალ გაზაფხულს კი  აქ ყველგან იქნება კარგი, მოასფალტებული გზა.

წელს შეგიძლიათ დაემშვიდობოთ ამ ცუდ,ტალახიან გზებსა და ორღობეებს, რომლებსაც მომავალი წლიდან ვეღარ ნახავთ.

წელს შეგიძლიათ დაემშვიდობოთ გაუნათებელ ქუჩებს, რადგან მომავალ წელსაქ ყველაქუჩაგანათდება.

მომავალ წელს აქ ბევრი ბავშვი უნდა ჩამოვიდეს, რადგან მათთვის გავაკეთებთ საუკეთესო საცურაო აუზს, რომლის პროექტი უკვე გვაქვს.

მომავალ წელს უფრო მეტი სპორტული კომპლექსები გვექნება და ერთისიტყვით რომ ვთქვათ, ყველაფერი გაკეთდება, რათა ბავშვებმა ნორმალურად დაისვენონ, გაკაჟდნენ და სიამოვნება მიიღონ.

ზამთარში აქ არაფერი არ ხდებოდა და მხოლოდ ზაფხულში თუ ამოდიოდა ხალხი.

წელს ჩვენ დავიწყეთ სათხილამურო კურორტისთვის აუცილებელი მოსამზადებელი სამუშაოები. უკვე დავაყენეთ ქარის რადარები და წელს ვიწყებთ სათხილამურო კურორტის კეთებას.

აქ დასვენება ხალხს ზაფხულშიც უნდა შეეძლოს და ზამთარშიც.

გურიაში არაჩვეულებრივი მინერალური წყლები გვაქვს და ამ წყლების გარშემო, რომელთაგან გამორჩეულია ნაბეღლავი, აუცილებლად უნდა განვავითაროთ დასასვენებელი ადგილები.

ბახმარო საუკეთესო კურორტია როგორც ზამთრის სეზონზე ისე ზაფხულში და ეს ადგილი არის საქართველოს სიამაყე და მშვენება.

ყოველივე ეს კეთდება იმისთვისაც, რომ აქაური ხალხი დასაქმდეს, მეტი შემოსავალი გაუჩნდეს და დამოკიდებული არ იყოს მხოლოდ სახელმწიფოს დახმარებაზე.

ადგილობრივებს თავისი პატარ-პატარა ბიზნესი უნდა ჰქონდეთ.

წელს აქ პირველი სასტუმრო გაიხსნა, მომავალ წელს კიდევ 3 დიდი სასტუმრო დაემატება, საოჯახო ბიზნესებიც გაკეთდება...

ადგილობრივი მნიშვნელობის სასწაულის შესახებ,რომელიც მხოლოდ გურულებისთვის იყო ცნობილი, ახლა, უპირველესად,მთელი საქართველო და შემდეგ მთელი მსოფლიო გაიგებს.

ეს არის ჩვენი ამოცანა.

ჩვენ შევასრულეთ ის, რასაც 4 თვის წინათ დაგპირდით, მაგრამ მე და რამაზ ნიკოლაიშვილს ბახმაროსთან დაკავშირებით ბევრადუ ფრო დიდი გეგმები გვაქვს და ამის შესახებ მეუფემაც იცის, რადგან ჩვენს გეგმებს მასაც ხშირად ვუზიარებთ ხოლმე.

ყველას გილოცავთ ფერისცვალებას და დღევანდელ დღესასწაულს!

გაუმარჯოს გურიას და გურულებს!

 

 

 

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)