Google+

სიახლეები

19.08.2012
საქართველოს პრეზიდენტი ბახმაროში დოღს დაესწრო

 

საქართველოს პრეზიდენტი ბახმაროში დღეს დოღს დაესწრო, შეკრებილ მოსახლეობას მიესალმა და მათ ფერისცვალების დღესასწაული მიულოცა. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ბახმარო ზაფხულში საკმაოდ მიმზიდველი კურორტია და სულ მალე მას ზამთარშიც ეყოლება დამსვენებელი. პრეზიდენტმა მოსახლეობას დაგეგმილი პროექტები გააცნო და განაცხადა, რომ ახლო მომავალში ბახმაროში სათხილამურო ტრასაც გაკეთდება.
„ბახმაროს სახით, ყველამ ერთხელ მაინც უნდა ნახოს ნამდვილი ქართული სასწაული. თითოეული თქვენგანი აქ ძალიან კარგი გზით ამოვიდა და ჩვენი დიდი ხნის სურვილი ასრულდა. თქვენ ნახეთ, რომ ბახმაროს ცენტრი კეთდება, აშენდა კულტურული, სავაჭრო ობიექტები, შეკრების ადგილები... ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ნელ-ნელა ემსგავსება თანამედროვე კურორტს. ჩვენ წელს დავიწყეთ სათხილამურო კურორტითვის აუცილებელი მოსამზადებელი სამუშაოები. ზამთარში აქ არაფერი არ ხდებოდა და მხოლოდ ზაფხულში თუ ამოდიოდა ხალხი. აქ უკვე დავაყენეთ ქარის რადარები და წელს ვიწყებთ სათხილამურო კურორტის კეთებას. აქ დასვენება ხალხს ზაფხულშიც უნდა შეეძლოს და ზამთარშიც. ის, რასაც 4 თვის წინათ დაგპირდით, შევასრულეთ. მე და რამაზ ნიკოლაიშვილს ბახმაროსთან დაკავშირებით ახლა ბევრად დიდი  გეგმები გვაქვს. ამის თაობაზე მეუფემაც იცის, რადგან მასაც ხშირად ვუზიარებთ ხოლმე. ასე რომ, საუკეთესო ადგილი იქნება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)