Google+

სიახლეები

17.08.2012
ბაგრატის განახლებულ ტაძარზე ჯვარი საქართველოს პრეზიდენტმა აღმართა

საქართველოს პრეზიდენტმა ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტთან ერთად, დღეს ბაგრატის ტაძარზე ჯვრის აღმართვის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. მიხეილ სააკაშვილი გუმბათზე პირადად ავიდა და 300 კილოგრამიანი და 2 მეტრისა და 14 სანტიმეტრის სიმაღლის ბრინჯაოს ჯვარი რესტავრატორებთან ერთად აღმართა.

ჯვრის აღმართვამდე, პრეზიდენტმა ბაგრატის ტაძარში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ბაგრატის ტაძრის აღდგენა ქვეყნის გაერთიანების დასაწყისია.  ქვეყნის პირველმა პირმა მეუფეს მადლობა გადაუხადა იმ ზრუნვისთვის, რომელსაც იგი რეკონსტრუქციის პერიოდში იჩენდა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, შემდეგი გაიხსნება ფოთის ახალი ტაძარი და აღნიშნა, რომ ლაზიკაში, რომლის მშენებლობა რამდენიმე დღეში დაიწყება,  აშენდება კიდევ ერთი განადგურებული ძეგლის, დიდი ქრისტიანული სიწმინდის - ბანის ზუსტი ასლი, რაც მისივე განცხადებით, საქართველოს წინსვლის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარე  აღმშენებლობა ეკუთვნის ყველას და ამ პროცესით საქართველო ოქროს ხანაში შედის.

ბაგრატის ტაძარზე აღმართული ჯვარი ქუთაისის ყველა ცენტრალური ადგილიდან  გამოჩნდება.

დღევანდელ ღონისძიებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, 17 აგვისტო  ქუთაისის ტერიტორიაზე, ერთჯერადად, უქმე დღედ არის გამოცხადებული.  

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)