Google+

სიახლეები

22.05.2012
მიხეილ სააკაშვილმა ორმხრივი შეხვედრები ბულგარეთის პრეზიდენტთან და დანიის პრემიერ-მინისტრთან გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა ჩიკაგოში, ნატოს სამიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გამართა ბულგარეთის პრეზიდენტთან როსენ პლევნელიევთან და დანიის პრემიერ-მინისტრთან ჰელე ტორნინგ შმიდტთან. მოლაპარაკების მთავარი თემა ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავება და საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხები იყო. როსენ პლევნელიევის განცხადებით, ბულგარეთი მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას და მიესალმება საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით. საქართველოსთან დიდი მეგობრობა და საერთო ინტერესები გვაკავშირებს. მალე ვეწვევით თქვენს ქვეყანას და განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით, ბულგარეთში მიხეილ სააკაშვილსაც ველოდებით. განწყობა ძალიან ოპტიმისტური გვაქვს და მხარს ვუჭერთ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. ქართველ ხალხს შემიძლია ვუთხრა, რომ ნატოს მომავალი სამიტი მნიშვნელოვანი იქნება მისი გაფართოების თვალსაზრისით. თქვენი ქვეყანა ამისთვის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს“, - განაცხადა ბულგარეთის პრეზიდენტმა. საქართველოს მიმართ მხარდაჭერა გამოხატა დანიის პრემიერ-მინისტრმა. როგორც მან აღნიშნა, საქართველო ნატო-ს წევრობის რეალური კანდიდატია და საქართველოს პრეზიდენტს ამ მხრივ მიღწეული პროგრესის შესახებ ესაუბრა. შეხვედრა მეტად ნაყოფიერი იყო. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს მისწრაფებაზე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. მივესალმებით პროგრესს, რომელიც ამ მხრივ შეინიშნება. ვფიქრობ, მომავალი სამიტი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ყველას გვაქვს ინფორმაცია ქვეყანაში მიღწეული წარმატებების შესახებ. საქართველო ნატოს წევრობის რეალური კანდიდატია“, - აღნიშნა ჰელე ტორნინგ შმიდტმა მიხეილ სააკაშვილთან საუბრისას.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)