Google+

სიახლეები

21.05.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზოსა და ჰერმან ვან რომპეისთან გამართა შეხვედრა

საქართველოს პრეზიდენტი ჩიკაგოს ნატოს სამიტის ფარგლებში დღეს ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზოსა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპეის შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის საკითხები და საქართველოსა და ევროპულ სტრუქტურებს შორის მიმდინარე მოლაპარაკების პროცესი განიხილეს. ჟოზე მანუელ ბაროზომ და ჰერმან ვან რომპეიმ დადებითად შეაფასეს საქართველოში მიმდინარე მოვლენები, განხორციელებული რეფორმები და განსაკუთრებით აღნიშნეს ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირებული წევრობისა და  ღრმა და ყოვლისმომცველი, თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის შესახებ მოლაპარაკების პროცესში მიაღწია.  მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს ღია მხარდაჭერა საქართველოსა და ევროკავშირის შემდგომ დაახლოებასთან დაკავშირებით.

მიხეილ სააკაშვილმა ევროპელ ლიდერებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოების მიზნით დაწყებულ მოლაპარაკებას ქვეყნისთვის უდიდესი პოლიტიკური მხარდაჭერა უწოდა. მისი თქმით, ევროკავშირთან და ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან საქართველოს საერთო დემოკრატიული ღირებულებები აკავშირებს და ამ ორგანიზაციებში ინტეგრაცია გარდაუვალი პროცესია. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)