სიახლეები
18.05.2012
საქართველოს პრეზიდენტი ამერიკაში მცხოვრებ თანამემამულეს ესტუმრა
პრინსტონის უნივერსიტეტში საქართველოს პრეზიდენტთან შესახვედრად, ამერიკაში მცხოვრები თანამემამულე დავით ცქიფურიშვილი მივიდა, რომელმაც პრეზიდენტი მორისვილში, საკუთარ კარ-მიდამოში მიიწვია. დავით ცქიფურიშვილმა პრეზიდენტს საკუთარი ხელით აშენებული მარანი დაათვალიერებინა, სადაც ქვევრები, საწნახელი, თონე და ხევსურული წყაროა მოწყობილი. მასპინძელმა მიხეილ სააკაშვილს ამერიკაში მოყვანილი ქართული ჯიშის ყურძნისგან ქართული ტექნოლოგიით დაწურული ღვინოც დააჭაშნიკებინა.
„საჩუქარიც მივიღეთ ჩვენი ტექნიკუმისთვის. კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრის ბაზაზე გახსნილ ღვინის სახლში საცობის დამლუქავი მოწყობილობა აქვთ, მაგრამ ქაღალდის სახურავის გამშრობი და გასაკეთებელი მოწყობილობა - არა. ამიტომ, ამ აპარატს, ახლა, პირდაპირ კაჭრეთში წავიღებთ.“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.