Google+

სიახლეები

07.03.2012
საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანში ოფიციალური შეხვედრები გამართა

საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს არტურ რასიზადეს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ორმხრივი ურთიერთობა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება იყო. მხარეებმა ის ახალი პროექტებიც განიხილეს, რომელთა განხორციელებაც პრეზიდენტების შეხვედრის შედეგად გადაწყდა. მიხეილ სააკაშვილი და  არტურ რასიზადე დაწყებული პროექტების მიმდინარეობის საკითხსაც შეეხნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა მორიგი შეხვედრა მილი მეჯლისის თავმჯდომარესთანაც გამართა. ოგთაი ასადოვმა ყურადღება ორი ქვეყნის მეგობრობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთდამოკიდებულება ყველა ქვეყნისთვის არის მისაბაძი. 

„მიმაჩნია, რომ თქვენი საპარლამენტო დიპლომატია ძალიან ეფექტიანია. ეს განსაკუთრებით ეხება ბოლო წლებს, როდესაც საკითხი უაღრესად დელიკატური იყო. თქვენმა პარლამენტარებმა ძალიან ძლიერი პოზიცია დაიკავეს, რასაც რიგითი დიპლომატები ვერ შეძლებდნენ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს ქვეყნის მომავლისთვის და ნაციონალური პოლიტიკისთვის საკანონდებლო ორგანოს. ჩვენთვის ეს არის გრძელვადიანი ურთიერთობის ძირითადი საფუძველი და ეხება ურთიერთობას როგორც მთავრობების, ისე საკანონმდებლო ორგანოებისა და კომისიების დონეზე“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

შეხვედრების დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა მილი მეჯლისის წევრებს აზერბაიჯანის პალამენტის ტრიბუნიდან მიმართა. გამოსვლისას, მან დიდი ყურადღება დაუთმო ორი ქვეყნის ისტორიულ, კულტურულ, მეგობრულ და მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობას, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს, საქართველოს ახალ ინიციატივებსა და რეგიონალურ განვითარებას. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, სტრატეგიულ თანამშრომლობას ორ მოძმე სახელმწიფოს შორის, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.      

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დღეს დასრულდება. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)