Google+

სიახლეები

13.02.2012
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის უმრავლესობის წევრებს შეხვდა

მოგესალმებით ყველას,

უპირველეს ყოვლისა, რადგან აქამდე არ შევხვედრივართ ერთმანეთს, მსურს თქვენს წინაშე ანგარიშით წარვსდგე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის თაობაზე.

ვფიქრობ, ეს ძალზე ნიშანდობლივი ვიზიტი იყო ბევრი მიმართულებით.

უპირველესად, ძალიან მაღალი იყო ოფიციალური დახვედრის დონე როგორც შეერთებული შტატების ადმინისტრაციის, ისე კონგრესის მხრივ; ასევე მნიშვნელოვანი იყო დადებითი განწყობისა და პრესის დაინტერესების თვალსაზრისით.

ამ ვიზიტის შედეგების მიხედვით,  მთავარი იყო, ზოგადად, საქართველოს საერთაშორისო პოზიციების გაძლერება და ის, რომ ამერიკის მიმართულებით ჩვენთვის მოხდა სტრატეგიული გარღვევა.

ბევრი კონკრეტული შედეგი მივიღეთ, რომ არაფერი ვთქვათ, მაგალითად, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაფინანსების თაობაზე მიღწეულ პრინციპულ შეთანხმებასა და სკოლების მოდერნიზაციისთვის ამერიკული ფულის ჩადების გადაწყვეტილებაზე.

ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შექმნა იყო  ჩემი და ნიკა გილაურის უდიდესი,  რამდენიმეწლიანი გეგმა, რომლის განხორციელება დაიწყო და უკვე მშენებლობაც მიმდინარეობს.

ამ ვიზიტის დროს გამოიყო ორი მთავარი საკითხი.   

ერთი - თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების თაობაზე დაიწყო დისკუსია. უახლოეს კვირებში თბილისში ჩამოვა ჯგუფი და მთავრობებს შორის, მაღალ დონეზე შევქმნით ფორმატს ამ ხელშეკრულების მოსამზადებლად და განსახილველად.

ეს რა თქმა უნდა მრავალწლიანი პროცესია, მაგრამ ჩემთვის ეს უმნიშვნელოვანესი სიგნალია იმ თვალსაზრისით, რომ უახლოეს თვეებსა და წლებში საქართველოს ეკონომიკაში ახალი ინვესტიციები ჩაიდება და დაფინანსების მნიშვნელოვანი წყარო გაჩნდება.  

მსგავსი ხელშეკრულება მსოფლიოს ყველაზე დიდ ბაზართან, ყველაზე დიდ ეკონომიკასთან არც ჩვენთან რეგიონში და არც ევროპაში არავის არ გააჩნია.

მეორე საკითხი იყო ის, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ისტორიაში პირველად,  გამოაცხადა საქართველოსთვის დახმარების შესახებ თავდაცვის მიმართულებით.

ესეც, რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში განგრძობადი პროცესია, მაგრამ ეს ორი თემა საქართველოსთვის არის, მართლაც, სტრატეგიული გარღვევა.

ვფიქრობ, იმის პარალელურად, რაც ევროკავშირის მიმართულებით, ინტეგრაციის მხრივ ხდება, სხვა საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი ეს გადაწყვეტილებები, თავისთავად, ძალზე საინტერესოა.

ასევე მინდა ვთქვა, რომ ზოგადად, ძალიან კარგი განწყობაა პოლიტოლოგებში, საზოგადოებრივ წრეებში, ადმინისტრაციის წრეებში და ა.შ.

ვფიქრობ, ეს არის ის, რისი თქმაც შემეძლო ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტთან დაკავშირებით.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)