სიახლეები
13.02.2012
საქართველოს პრეზიდენტმა პოლიციის ახალი სამმართველო გახსნა
დღეს, მიხეილ სააკაშვილმა ქ.ნინოწმინდაში პოლიციის სამმართველოს ახალი შენობა გახსნა, რომელიც მთელ რაიონს მოემსახურება. ქვეყნის პირველი პირი ახალი სამმართველოს თანამშრომლებს გაესაუბრა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ნინოწმინდაში დანაშაულის მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა, რაც ადგილობრივი სამართალდამცველების კარგი მუშაობის შედეგია. მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და პროექტების მიმდინარეობით დაინტერესდა.
პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. პოლიციის სამმართველოს ახალი შენობა სრულიად გამჭვირვალეა, უახლესი ტექნიკით არის აღჭურვილი და იქ 40 თანამშრომელია დასაქმებული.