Google+

სიახლეები

03.02.2012
მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო აკადემიის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს მიმართა

აშშ-ის საზღვაო ძალების მდივანი მდივანი რეი მაბუს

ჩვენთვის დიდი პატივია საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სტუმრობა.

უკვე ერთი კვირაა იგი ვაშინგტონში იმყოფება, სადაც შეხვდა პრეზიდენტს, ვიცე პრეზიდენტს, კონგრესის ხელმძღვანელობას და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს.

ეს არის ნიშანი იმისა თუ როგორი ახლო ურთიერთობა და მეგობრობა აკავშირებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს.

ჩვენი საზღვაო ქვეითები იბრძვიან და ატარებენ ტრენინგებს ქართულ ბატალიონთან ერთად ავღანეთში.

მოსახლეობის რაიოდენობის გათვალისწინებით საქართველოს კოალიციის სხვა წევრებს შორის ყველაზე მეტი რაოდენობის ჯარისკაცი ჰყავს დისლოცირებული ავღანეთში. მათ მსხვერპლიც განიცადეს.

ქართული ბატალიონის წევრები, რომლებსაც მეორე ბატალიონის წარმომადგენლებიც შეერთდებიან დიდებული მეომრები არიან. ისინი ჩვენს საზღვაო ქვეითებთან ერთად ძმურად იბრძვიან.

კიდევ ერთი რამ, რაც უნდა იცოდეთ ისაა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველო დემოკრატიული, ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე ქვეყანაა, კანონის უზენაესობის, ბიზნესის წარმოების სიმარტივით და იმ ყველაფერის მხრივ, რასაც აკეთებენ.

ნამდვილად სასიამოვნო და დიდი პატივია ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო აკადემიისთვის და მისი ხელმძღვანელობისთვის მივესალმოთ პრეზიდენტ სააკაშვილს. 

 

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

დიდი მადლობა.

ჩემთვისაც წარმოუდგენლად დიდი პატივია ჩემი ქვეყნის სახელით აქ ყოფნა.

საქართველოში 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

უძველესი დროიდან ჩვენი ქვეყანა მებრძოლებით გამოირჩევა.

საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოა, რომელსაც თავისი მრავალსაუკუნოვანი არსებობის განმავლობაში მოუხდა ბრძოლა იმისათვის, რასაც ბოლო პერიოდის განმავლობაში მივაღწიეთ.

სწორედ ამიტომ ვეპყრობით სათუთად ჩვენს თავისუფლებასა და იმ ხალხს, რომელსაც იგივე ღირებულებები აქვს.

რაც მთავარია, სწორედ ამიტომ ვეპყრობით სათუთად მსოფლიო ისტორიაში უდიდეს ქვეყანას - ამერიკის შეერთებულ შტატებს.

ამერიკა ჩვენთვის მხოლოდ სახელმწიფო არ არის - ამერიკა იდეაა.

საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ემუქრებიან, რომლის თავისუფლების ხელყოფასაც ცდილობენ, ამერიკაა ის ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც შეგიძლია მიმართო არა იმიტომ, რომ ის ძლიერია, ან კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძლიერი შეიარაღებული ძალები ჰყავს, არამედ, უპირველესად, იმიტომ, რომ ეს არის ქვეყანა, რომლის მსგავსადაც კაცობრიობის საუკეთესო, უმაღლესი ღირებულება-თავისუფლების იდეა არავის არ აქვს გაერთიანებული და ხორცშესხმული.

ჩვენ ვიმყოფებით ავღანეთში თქვენთან ერთად...

გუშინ პატივი მქონდა საავადმყოფოში მომენახულებინა ერთი ქართველი და ორი ამერიკელი ოფიცერი. ისინი ერთად მსახურობდნენ ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში და ერთად დაიჭრნენ.

ჩემთვის სასიამოვნო იყო მათი შემართების და განწყობის ნახვა.

მათ დაკარგეს სხეულის ნაწილები და ლაპარაკობდნენ მოვალეობის აქტიური შესრულების გაგრძელებაზე. ასეთია ამერიკა და ასეთია საქართველო. სანამ ვარსებობთ და ვსუნთქავთ, იმედს არასდროს დავკარგავთ, არ მივეცემით პესიმიზმს და არ დავთმობთ თავისუფლებას.

არასდროს დაგვავიწყდება, რომ 2008 წელს ალყაში მოგვაქცია მტერმა ბევრად უფრო დიდმა, ბევრად მრავალრიცხოვანმა, ბევრად უკეთესად შეიარაღებულმა და ჩვენი სამხედროების მიმართ უკიდურესად აგრესიულმა მტერმა.

ეს ზუსტად ის დრო იყო, როდესაც ჩემი ქვეყნის არსებობას და თავისუფლებას  საფრთხე დაემუქრა.

არასდროს დაგვავიწყდება, რომ ეს იყო დრო, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის და მთავარსარდლის ბრძანებით, ამერიკული საზღვაო ქვეითი ძალები საქართველოსკენ დაიძრა.

ჩვენს პორტებში მე-6 ფლოტის ხომალდები შემოვიდა, განხორციელდა ჰუმანიტარული-სამხედრო ოპერაცია, ჩვენს აეროპორტებში ეშვებოდნენ ამერიკული თვითმფრინავები და როდესაც ეს ბრძანება გაიცა, ვნახეთ, რომ თავდასხმა ჩვენს დედაქალაქზე, ჩვენს მთავრობაზე და ჩვენს ხალხზე შეჩერდა.

ეს არ დაავიწყდება არა მარტო ჩემს, არამედ მომავალ თაობებს, რომლებიც სათუთად მოეპყრობიან იმას, რაც თქვენ და თქვენმა ქვეყანამ გააკეთეთ პატარა საქართველოსთვის, მთელი რეგიონისთვის და იდეისთვის - თავისუფლებას დაცვა სჭირდება და მისი დამარცხება შეუძლებელია.

ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ჩვენი ოფიცრები და ჩვენი სტუდენტები ამ აკადემიაში იმყოფებიან. ეს ძალიან სასიამოვნოა.

უნდა იცოდეთ, რომ არსებობს ყველანაირი სიტუაცია. ვისმენთ პესიმისტების განცხადებებს, რომ ამერიკა სუსტდება, რომ მისი ეპოქა წარსულს ჩაბარდა, რომ უნდა დანებდეს და სხვებს უნდა დაუთმოს ადგილი.

მსოფლიოში არ მეგულება ვინმე ისეთი და არც ისტორიიდან მახსენდება, რომ შეეძლოს მიუახლოვდეს იმას, სადაც ახლა ამერიკაა.

ასე რომ, თქვენ გაქვთ კავშირი არა მარტო საქართველოს მთავრობასთან, რომელსაც მე წარმოვადგენ, არამედ ჩემს ხალხთან, რომელსაც უყვარხართ და რომელსაც აქვს სურვილი იბრძოლოს თქვენთან ერთად, დაიცვას თავისუფლება და ჩვენი საერთო ღირებულებები მსოფლიოს მეორე ნაწილში.

ჩვენ პატარა, მაგრამ ძალიან ამაყი ერი ვართ. ჩვენმა წარმომადგენლებმა ნამდვილად იბრძოლეს ამერიკისთვის. გაერთიანებული შტაბების ყოფილი ხელმძღვანელი გენერალი ჯონ მალხაზ შალიკაშვილი ქართველი ოფიცერი იყო. ჩვენ გვყავდა სხვა, წარმოშობით ქართველი ოფიცრებიც, რომლებიც ამერიკის დროშის ქვეშ მსახურობდნენ, რადგან ამერიკის თავისუფლება მათ საქართველოს თავისუფლების იმედსა აძლევდა, რადგან ამერიკის მომავალი დაკავშირებული იყო ჩემი ქვეყნის მომავალთან.

მნიშვნელობა არ აქვს ვინ, რას იტყვის.

ამერიკის საუკეთესო დღეები წინაა და მოდით ვთქვათ, ჩვენი და ჩვენი მსოფლიოს საუკეთესო დღეები და თავისუფლებაც წინაა.

მინდა მადლობა გადაგიხადოთ. ჩემთვის დიდი პატივია ამ ახალგაზრდებთან შეხვედრა, რომლითაც არა მარტო თქვენ, არამედ მსოფლიოც იამაყებს.

დიდი პატივია ჩვენი სტუდენტების ნახვაც, რომლითაც არა მარტო ჩვენ ვამაყობთ, არამედ, დარწმუნებული ვარ, ერთ დღეს, თქვენც იამაყებთ, რადგან ისინი სწორედ ამ აკადემიაში სწავლობენ.  

ჩვენ გვაქვს საერთო ბრძოლა, საერთო მომავალი და ერთად ყოველთვის გავიმარჯვებთ.  

დიდი მადლობა.

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)