სიახლეები
18.01.2012
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა და 30 იანვარს თეთრ სახლში პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან გამართავს შეხვედრას.
ორი ქვეყნის ლიდერი მრავალ საკითხს, მათ შორის, ორმხრივ ურთიერთობებსა და საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევებზე ერთობლივი რეაგირების გზებს განიხილავენ.
ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვისთვის, მისი დემოკრატიული რეფორმებისა და ეკონომიკური განვითარებისთვის, ასევე წინსვლისათვის საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე.
პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრის დროს მიხეილ სააკაშვილი ყურადღებას გაამახვილებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე, ისაუბრებს მისი გაღრმავების გზებზე ამერიკის შეერტებული შტატებისა და საქართველოს ქარტიით განსაზღვრული ყველა მიმართულებით, მათ შორის თავდაცვა და უსაფრთხოება, დემოკრატიული რეფორმების გაძლიერება, თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროებში, ხალხებს შორის კავშირების გაღრმავებასა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის თობაზე.