სიახლეები
13.01.2012
საქართველოს პრეზიდენტი თურქეთის პრემიერ-მინისტრს პირისპირ შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა და თურქეთის პრემიერ-მინისტრმა დღეს პირისპირ შეხვედრა გამართეს. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებსაც თურქეთი და საქართველო ერთობლივად ახორციელებს. მიხეილ სააკაშვილმა და რეჯიფ თაიფ ერდოღანმა ყურადღება საკუთარ ქვეყნებში განხორციელებულ რეფორმებსაც დაუთმეს და აღნიშნეს, რომ ორი ქვეყანა წარმატებით თანამშრომლობს ისეთ დარგებში, როგორიცაა ენერგეტიკა, განათლება, კულტურა, ჯანდაცვა და სხვა. ლიდერების განცხადებით, ის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც საქართველოსა და თურქეთს შორის განსაკუთარებით ბოლო წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა, მთელი ევროპისთვისაა მისაბაძი.