სიახლეები
20.12.2011
მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მათ შორის, რეგიონული და საერთაშორისო საკითხები განიხილეს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ის ეკონომიკური, რეგიონული და სტრატეგიული პროექტები იყო, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ყარსი-ახალქალაქის რკინიგზისმშენებლობის მიმდინარეობასა და ამ პროექტის მნიშვნელობას. თავის მხრივ რასი ზადემ საქართველო აზერბაიჯანის განსაკუთრებულ და მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება და სამომავლოდ კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის, მათ შორის ერთობლივი პროექტების განხორციელების სურვილი გამოთქვა.