Google+

სიახლეები

20.11.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ყვარელში ფრანგ პროფესორებსა და ღვინის პირველი სკოლის სტუდენტებს უმასპინძლა

მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში, საკუთარ  კარ-მიდამოში დღეს ფრანგ პროფესორებსა და ღვინის პირველი სკოლის იმ სტუდენტებს უმასპინძლა, რომლებიც კონკურსის შედეგად შეირჩნენ. პრეზიდენტმა სტუმრებს საკუთარი ვენახის ყურძნისგან დაწურული ორი სახის ღვინო - "რქაწითელი" და "საფერავი" დააჭაშნიკებინა. უცხოელი ექსპერტების განსაკუთრებული ყურადღება "რქაწითელმა" დაიმსახურა. ამ საქმის უბადლო მცოდნეებმა, რომელთა შორის,  მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი, პროფესორი ალან ბლეისიც იყო, აღნიშნეს, რომ ქართული ღვინის განსაკუთრებული და გამორჩეული არომატი ამ მხარის დამახასიათებელი გარემოს, განსხვავებული ყურძნისა და ღვინის დაყენების განსხვავებული მეთოდის დამსახურებაა.  სტუმრები მარნის ტექნოლოგიითაც მოიხიბლნენ. 

პრეზიდენტის დაწურული ღვინო, ღვინის პირველი სკოლის მოსწავლეებმაც დააჭაშნიკეს, რომლებსაც პირველი გაკვეთილი მომავალ კვირას ჩაუტარდება. ამ სკოლაში სწავლის 2 ათას 500 მსურველიდან 35 საუკეთესო კონკურსის საფუძველზე შეირჩა. მიხეილ სააკაშვილმა მათთან ღვინის სკოლის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, განაცხადის რაოდენობის სიმრავლე იმის მანიშნებელია, რომ საქართველოში ამ სფეროს მიმართ ახალგაზრდებს განსაკუთრებული ინტერესი აქვთ. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში სტუდენტთა რაოდენობა გაიზრდება და ღვინის საერთაშორისო ინსტიტუტში ღვინის დაყენების თანამედროვე ტექნოლოგიების შესასწავლად, ახალგაზრდები  საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვლენ. 
იმის გამო, რომ, ამჟამად შერჩეული მოზარდები კახეთის სხვადასხვა რაიონიდან არიან, მათ ავტობუსი მოემსახურებათ.  
 


ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)