Google+

სიახლეები

19.10.2011
მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს უილიამ ბერნს შეხვდა

დღეს პრეზიდენტის სასახლეში მიხეილ სააკაშვილისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოლიტიკურ საკითხებში უილიამ ბერნსის  შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ორმხრივ ურთიერთობებსა და სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები  განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყანაში გატარებული დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების მნიშვნელობას. უილიამ ბერნსმა ამერიკის მთვრობის სახელით საქართველოს პრეზიდენტს აისაფის პროგრამაში მონაწილეობისთვის მადლობა  გადაუხადა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ განსაკუთრებით აღნიშნა ქართველ ჯარისკაცთა მამაცობა.  წარმატებული მისიისთვის ქართველ ხალხსა და ჯარისკაცების ოჯახებსაც მადლობა გადაუხადა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

მიხეილ სააკაშვილისა და უილიამ ბერნსის შეხვედრას ამერიკის ელჩი საქართველოში, ჯონ ბასი, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე ესწრებოდნენ.

უილიამ  ბერნსი სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობას 2011 წლის 28 ივლისიდან იკავებს, მანამდე კი 2008-2011 წლებში იყო პოლიტიკურ საქმეთა მდივანი. 2005-დან 2008 წლამდე კი მუშაობდა ამერიკის ელჩად რუსეთში.

საერთაშორისო პოლიტიკის საქმიანობაში იგი 1982 წლიდან არის ჩართული.

 

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)