Google+

სიახლეები

18.10.2011
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგი



დღეს, პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციულ ბრიფინგზე გასული კვირის მოვლენები შეაჯამა. მანანა მანჯგალაძემ ყურადღება საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ იმ პროექტზე გაამახვილა, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირთათვის  საყოფაცხოვრებო  პირობების  გაუმჯობესებას ეხება. როგორც პრესსპიკერმა აღნიშნა ამ მიმართულებით უკვე ექსპლუატაციაში შევიდა  ფოთის პროექტი, რომლის ფარგლებშიც იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ახლადაშენებული 32-სახლიანი, “ახალი რაიონი“ გაიხსნა. მანანა მანჯგალაძის განმარატებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართი 28 ათას ოჯახს სწორედ პრეზიდენტის განკარგულებით გადაეცა და დაუკანონდა, ხოლო ახლადაშენებულ  სახლებში ის დევნილები დასახლდნენ, რომლებიც სხვის საკუთრებაში არსებულ ან ავარიულ ფართში ცხოვრობდნენ.

„ამ ეტაპზე კი დევნილების მიმართ სამუშაოები უკვე სხვა მიმართულებით გააქტიურდება, ეს არის კიდევ ერთი დიდი გამოწვევა საქართველოს ხელისულფებისათვის რაც დასაქმების პრობლემის გადაჭრას გულისხმობს“ - დასძინა პრესსპიკერმა.

ამას გარდა მანანა მანჯგალაძის თქმით პროექტი გრძელდება და მსგავსი საცხოვრებელი სახლები მალე ბათუმში, წყალტუბოსა და ზუგდიდშიც აშენდება.

ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა საგარეო ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილსში  ვიზიტს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის  მოადგილე უილიამ ბერნსი გეგმავს.

„პარტნიორ ქვეყნებს შორის საკითხთა საკმაოდ ფართო სპექტრია განსახილველი - რეგიონის პრობლემატიკა, რეფორმები, უსაფრთხოების საკითხები და ეკონომიკური თემები. ამას გარდა ნოემბრის დასაწყისში  საქართველოს ნატოს გენერალური მდივანი ეწვევა, ანდერს ფოგ რასმუსენი სამთავრობო შეხვედრების გარდა საკამაოდ დიდ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ასევე დაგეგმილია ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს სხდომა, რომელსაც ნატოს 28 წევრი სახელმწიფოს ელჩი დაესწრება“ - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

დაბოლოს, პრეზიდენტის პრესსპიკერის განმარტებით ნოემბრის დასაწყისში თბილისში სომხეთის  რესპუბლიკის  პრეზიდეტის ვიზიტია დაგეგმილი, დღეს კი საქართველოს ესტონეთის  საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)