Google+

სიახლეები

14.10.2011
მიხეილ სააკაშვილმა ერიკ ფურნიე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საფრანგეთის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს ერიკ ფურნიეს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადასცა. მიხეილ სააკაშვილმა ერიკ ფურნიეს მადლობა გადაუხადა მისი დიპლომატიური მოღვაწეობის პერიოდში  გაწეული საქმიანობისა და საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების განმტიკიცების საქმეში შეტანილი წვლილისათვის. გამოსამშვიდობებელ შეხვედრას საფრანგეთისა და სხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ერიკ ფურნიე საქართველოში 2007 წლის სექტემბრიდან იმყოფება და დიპლომატიური უფლებამოსილების ვადა 2011 წლის 23 ოქტომბერს ეწურება. ერიკ ფურნიე საქმიანობას მომავალში საფრანგეთის საგარეო სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელის რანგში გააგრძელებს.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)